თავი: ზნეობა
პასუხი: რადგან ეს ალლაჰის სიყვ არულის მოპოვების მიზეზია.
ჰადისში გადმოცემულია: "ყევლაზე საყვარელი მონა ალლაჰისთვის არის საუკეთესო ზნეობის მქონე". გადმოსცა ალ-ჰაქიმმა და ატ-ტაბარიმ.
2 - ეს არის ადამიანების სიყვარულის მიზეზი.
3. ეს არის ყველაზე მძიმე რამ სასწორზე.
ჰადისში გადმოცემულია: "განკითვის დღეს სასწორზე ყველაზე მძიმე იქნება ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს". გადმოსცა აბუ დაუდმა და ათ-თირმიზიმ.
4. კეთილი ზნეობის გამო ჯილდო და საზღაური მრავალჯერ იზრდება.
ჰადისში გადმოცემულია: "ჭეშმარიტად საუკეთესო ზნეობის მქონე მორწმუნენი აღწევენ იმათ საფეხურებს, ვინც ღამით ლოცულობენ და დღისით მარხულობენ". გადმოსცა აჰმადმა.
5. და წარმოადგენს რწმენის სრულყოფილებას.
ჰადისში გადმოცემულია: ""სრულყოფილი მორწმუნე სრულყოფილია ზნეობით". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
პასუხი: იჰსანი : ეს არის როცა შენ იცი, რომ ალლაჰი ყოველთვის გიყურებს და აკეთებ სიკეთეს ხალხისთვის.
თქვა შუამავალმაﷺ : "ჭეშმარიტად ალლაჰმა დააკანონა იჰსანი ყველა საქმეში". გადმოსცა მუსლიმმა.
იჰსანის სახეობები:
1 - იჰსანი ალლაჰზე თაყვანისცემაში, და ეს არის იხლასი ანუ გულწრფელობა მასზე თაყვანისცემის დროს.
2 - იჰსანი მშობლებზე, სიტყვით და საქმით.
6 - იჰსანი ახლობლებთან და ნათესავებთან.
7 - იჰსანი მეზობლებთან.
3 - იჰსანი ღრიბებთან და ღატაკებთან.
4 - იჰსანი იმასთან, ვინც შენ ცუდად გექცევა.
8 - იჰსანი კამათის დროს.
5 - იჰსანი საუბრის დროს.
9 - იჰსანი ცხოველებთან.
პასუხი: იჰსანის საპირისპირო არის, როდესაც ადამიანი იქცევა ცუდად, შეუფერებლად.
აქედან არის ასევე: ალლაჰზე თაყვანისცემისას გულწრფელობის დაკარგვა.
მშობლების უფლების დარღვევა.
ნათესაური კავშირების გაწყვეტა.
მეზობლებთან ცუდი ურთიერთობა.
ღარიბებთან და ღატაკებთან იჰსანის დაკარგვა და მათთან ცუდი მოპყრობა სიტყვით და საქმით.
1 - ალლაჰის უფლების დაცვის ამანა.
მისი გამოვლინება არის შემდეგნაირი: ერთგულება ლოცვის, ზაქათის, მარხვას, ჰაჯობისა და სხვა თაყვანისცემის შესრულებაში.
2 - ერთგულება ადამიანების უფლებების დაცვაში:
- ადამიანების ღირსების დაცვა
- მათი ქონების დაცვა.
- მათი სისხლის დაცვა.
- დ ყველაფრის, რაც განდოთ ადამიანებმა.
ალლაჰმა თქვა წარმატებულ ხალხზე: "და ისინი, რომელნიც იცავენ ანაბარსა და აღთქმას". (ალ-მუ'მინუუნ: 8)
პასუხი: მუხთლობა, ღალატი. ეს არის, როდესაც არ იცავს ალლაჰისა და ადამიანების უფლებებს.
თქვა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ უღალატებთ ალლაჰსა და მის შუამავალს. და ნუ უღალატებთ თქვენზე მინდობილს, და თქვენ ეს იცით". (ალ-ანფალ: 67)
თქვა შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთაქცის ნიშანი სამია" , - და მოიხსენია "როცა ანდობენ მას არ იცავს ნდობას, ღალატობს". შეთანხმებული.
პასუხი: ის არის ადამიანი, რომელიც საუბრობს ყველაფერს, რაც არის სინამდვილეში, ტყუილის გარეშე.
მისი სახეობებია:
მართლობა ადამიანთან საუბარში.
მართლობა დაპირებაში.
მართლობა ყველა საქმეში სიტყვით და ქმედებით.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად მრთლობა მიდის ღვთისმოსაობისკენ, ღვთისმოსაობა მიდის სამოთხისკენ, და არ შეწყვეტს ადამიანი მართლობას, სანამ არ ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მართალი". შეთანხმებული.
პასუხი : ტყუილი, და ეს არის სიმართლის საპირისპირო. ტყუილი ხალხზე, დაპირებაზე, ტყუილი მოწმეობაზე და ა.შ.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად ტყუილს მიჰყავს ცოდვებისკენ, ცოდვებს მიჰყავს ცეცხლისკენ, და თუ კაცი არ შეწყვეტს ტყუილს მანამ, სანამ არ ჩაიწერება ალლაჰთან, როგორც მატყუარა". შეთანხმებული.
თქვა შუამავლმა (ალლაჰი ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთმაქცის ნიშანი სამია", - და მოიხსენია მათ შორის: "როცა საუბრობს იტყუება, და როცა პირდება არ ასრულებს დაპირებას". შეთანხმებული.
პასუხი: - მოთმინება ალლაჰის მორჩილებაზე.
- მოთმინება ურჩობაზე.
- მოთმინება ბედისწერაზე. და რაც არ უნდა მოხდეს ადიდე ალლაჰი ყველა მდგომარეობაში.
თქვა ალლაჰმა: "ალლაჰს უყვარს მომთმენნი". (აალ იმრან: 146)
და თქვა მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "იმდენად საოცარია მორწმუნის მდგომარეობა, რომ მას ყველა ვითარებაში სიკეთე აქვს მისთვის, და არ აქვს ის არავის გარდა მორწმუნისა: თუ მას სიკეთე შეემთხვევა ადიდებს ალლაჰს და მასში მადლია მისთვის, თუ შეემთხვევა რაიმე ცუდი ადიდებას ალლაჰს და ამაშიც სიკეთეა მისთვის". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: ეს არის მოუთმენლობა მორჩილებაზე, ურჩობაზე და ბედისწერაზე უკმაყოფილების გამოხატვა სიტყვით და საქმით.
ის გამოიხატება შემდეგში:
- საკუთარი თავისთვის სიკვდილის სურვილი.
თქვა შუამავლმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ისურვოს არავინ საკუთარის თავისთვის სიკვდილი, თუ მას რაიმე შეემთხვევა, არამედ თქვას: ო ღმერთო დამტოვე ცოცხალი, თუ ამაში სიკეთეა ჩემთვის, და მომაკვდინე თუ ამაში სიკეთეა ჩემთვის". შეთანხმებული.
ლოყების ხოცვა.
ტანისამოსის ხევა.
გრძნობების აშკარად გამოხატვა.
საკუთარი სულის სიავისთვის ვედრება.
თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "არ არის ჩვენგან ის, ვინც იხოცავს ლოყებს, ჭრის ჯიბეებს და მოუწოდებს უმეცრობის დროინდელივით". გადმოსცა ბუხარიმ.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად უდიდეს საზღაურს ახლავს უდიდესი უბედურება, და როდესაც ალლაჰი შეიყვარებს ხალხს გაუგზავნის მათ განსაცდელს და თუ ისინი იქნებიან ამით კმაყოფილი, მაშინ მიიღებენ კმაყოფილებას, ხოლო თუ განრისხდებიან ამით - მიიღებენ რისხვას". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.
პასუხი: - ეს არის ადამიანების ერთმანეთზე დახმარება სიკეთეში და ნებადართულში.
დახმარების სახეობები:
დახმარება უსამართლოდ დარღვეული უფლებების აღდგენაში.
დახმარება მჩაგვრელის მოგერიებაში.
დახმარება ღარიბებზე და იმ ხალხზე, ვისაც სჭირდებათ დახმარება.
დახმარება ყველა კეთილ საქმეში.
დახმარების არ გაწევა ცოდვაში და ისეთ რამეში, რასაც ზიანი მიაქვს.
თქვა ალლაჰმა: "შეეწიეთ ერთმანეთს ქველმოქმედებასა და ღვთისმოშიშებაში, და ნუ შეეწევით ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში. და გეშინოდეთ ალლაჰისა, ჭეშმარიტად, ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია!" (ალ-მაიდა : 2)
თქვა შუამავლმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მორწმუნე მორწმუნისთვის ისეთივე არის, როგორც აგურები ერთმანეთზე დაწყობილი, რომლებიც იცავენ ერთმანეთის წონასწორობას". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მუსლიმი მუსლიმის ძმაა, არ ჩაგრავს მას, არ ღალატობს მას. ალლაჰი დაეხმარება მის მონას მანამ, სანამ ის ეხმარება საკუთარ ძმას, ვინც მოაშორებს მუსლიმი ძმის ერთ დარდს, ალლაჰი მოაშორებს მას ერთ დარდს განკითხვის დღეს და ვინც გადაეფარება მუსლიმ ძმას, მას გადაეფარება(დაიცავს) ალლაჰი განკითვის დღეს". შეთანხმებული.
პასუხი: 1 - სირცხვილი ალლაჰის წინაშე, რომელიც გამოიხატება მის მორჩილებაზე.
2 - სირცხვილი ალლაჰის წინაშე: გამოიხატება ალლაჰის წინაშე მორიდებასა და თავისი სხეულის დაფარვაში. (ავრათის დამალვაში)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რწმენა იყოფა სამოსდაათ ნაწილად, - ან სამოც ნაწილად, - და უმაღლესი ნაწილი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა. და ყველაზე დაბალი მისი გამოვლინება არის: გზიდან რაიმე საზიანოს მოშირება და სირცხვილიც რწმენის ერთ-ერთი ნაწილია". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: - მოწყალება მოხუცების მიმართ და მათი პატივისცემა.
- ბავშვებისა და პატარების შეწყალება. ჰადისში გადმოცემულია: "არ არის ჩვენთაგან ის, ვინც პატივს არ სცემს მოხუცებს და არ იწყალებს პატარებს". გადმოსცა აჰმადმა.
- ღარიბების, ღატაკების და საჭიროების მქონე ხალხის შეწყალება.
- ცხოველების შეწყალება მათზე საკვების მიცემით. არ დაჩაგრო და არ მიაყენო ცხოველს ზიანი.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე): "მორწმუნეები ერთმანეთის მიმართ წყალობითა და ზრუნვით მსგავსნი არიან, როგორც ერთი მთლიანი სხეულის: თუ სხეულის ერთი ნაწილი ატკივდება მთელი სხეული იტანჯება უძილობითა და სიცხით". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "შემწყალებლებს იწყალებს შემწყალებელი, შეიწყალეთ ისინი, ვინც დედამიწაზეა და შეგიწყალებთ ის, ვინც ზეცაშია". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
პასუხი: სიყვარული ყოვლადმაღალი ალლაჰის მიმართ.
თქვა ალლაჰმა: "და ვინც ირწმუნეს მათ ძლიერი სიყვრული აქვთ ალლაჰის". (ალ-ბაყარა: 165)
შუამავლის(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) სიყვარული.
თქვა შუამავალმა ﷺ: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ შემიყვარებს მე მის მშობლებზე და მის შვილებზე მეტად". გადმოსცა ბუხარიმ.
მორწმუნეების სიყვარული, ისურვე მათთვის ის, რაც გსურს საკუთარი თავისთვის.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". გადმოსცა ბუხარიმ.
პასუხი: ეს არის სახის თბილი გამოსახულება, სიხარულისა და ღიმილის გამოხატვა, ასევე თავაზიანობის გამოხატვა, როდესაც შეხვდები ხალხს.
ის არის მოღუშულობის საპირისპირო, რაც გვაშორებს ხალხს.
ამ თვისების სარგებლობაზე მოსულია ჰადისები. აბუ ზარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: მითხრა შუამავალმა(ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას): "არ უგულებელყოთ არც ერთი კეთილი საქმე, თუნდაც რომ შეხვდე შენს ძმას ღიმილით". გადმოსცა მუსლიმმა.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "რომ გაეღიმები შენს ძმას პირში - ისიც სადაყაა". გადმოსცა თირმიზიმ.
პასუხი: ეს არის იმის სურვილი, რომ სხვამ დაკარგოს ის სიკეთე, როცა უბოძა ალლაჰმა.
თქვა ალლაჰმა: "მოშურნეს სიავისგან, როცა მას შურს". (ალ-ფალაყ: 5)
ანას იბნ მაალიქი(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "უარი თქვით ერთმანეთის სიძულვილზე, არ შეგშურდეთ ერთმანეთის, არ აქციოთ ერთმანეთს ზურგი, და იყავით ალლაჰის მონები - ძმები". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
პასუხი: ეს არის შენი მუსლიმი ძმის დაცინვა და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი არის აკრძალული.
თქვა ალლაჰმა ამის აკრძალვაზე: "ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ დასცინებს ერთი ხალხი მეორე ხალხს. ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე და ნურც ქალები სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე; ნუ მოსცხებთ ერთმანეთს ჩირქს და ნუ დაუძახებთ ერთმანეთს (დამამცირებელ) ზედმეტსახელებს. რწმენის მიღების შემდგომ, რა სისაძაგლეა დამამცირებელი სახელი! და ვინც არ მოინანიებს... სწორედ ისინი არიან უსამართლონი". (ალ-ჰუჯურათ: 11)
პასუხი : ეს არის, როცა კაცი არ აყენებს საკუთარ თავს სხვა ხალხზე მაღლა, არ სძულს სხვები და არ უარყოფს ჭეშმარიტებას.
თქვა ალლაჰმა: "ხოლო მოწყალის მსახურნი ისინი არიან, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი!" (ალ-ფურყან: 63) ანუ: არ არიან ქედმაღალნი.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ალლაჰი უეჭველად აამაღლებს იმას, ვინც გამოიჩენს თავმდაბლობას ალლაჰისთვის". გადმოსცა მუსლიმმა.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1 - სიამაყე ჭეშმარიტებაზე, ეს ნიშნავს ჭეშმარიტების უარყოფას და არ აღიარებას.
2 - სიამაყე ხალხთან მიმართებაში, ეს ნიშნავს მათთან უსამართლოდ და უპატივცემულოდ მოქცევას.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ შევა სამოთხეში ის, ვის გულშიც მარცვლის ხელა სიამაყეც თუ იქნება". და თქვეს: კაცი, რომელსაც უყვარს ლამაზი სამოსი და ლამაზი ფეხსაცმელიც? თქვა: "ჭეშმარიტად ალლაჰს უყვარს ლამაზი, ხოლო სიამაყე: ეს არის ჭეშმარიტების უარყოფა და ხალხის უპატივცემულობა". გადმოსცა მუსლიმმა.
ჭეშმარიტების უარყოფა: ეს არის სიმართლის არ მიღება სიამაყის გამო.
ხალხის უპატივცემულობა: ანუ მათთან ცუდად მოქცევა, თავისი სიამაყის გამო.
კარგი ტანსაცმელი და კარგი ფეხსაცმელი არ არის სიამაყე.
პასუხი: ტყუილი ყიდვასა და გაყიდვაში. გასაყიდი საქონლის ნაკლოვანებების დამალვა.
- ტყუილი ცოდნის ძიების დროს, მაგალითად, სტუდენტების მიერ მოტყუება გამოცდებზე.
- ტყუილი სიტყვაზე, დაპირებაზე და ვალდებულებებზე.
- არ შესრულება იმის, რას დაპირებასაც მისცემ კაცს.
ტყუილი აკრძალულია, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიარა ბაზარში, სადაც კაცი ყიდდა ხორბალს, როდესაც შუამავლმა შიგნით თითები ჩაყო შეამჩნია სისველე და ჰკითხვა: "რა არის ეს ო, ხორბლის გამყიდველო?" თქვა: ის ცამ გააფუჭა ო, შუამავალო! შუამავალმა თქვა: "რატომ არ დადე ის ზემოდან, რომ დაენახა ხალხს? ჭეშმარიტად მატყუარა ჩვენგან არ არის". გადმოსცა მუსლიმმა.
იგულისხმება, რომ გასაყიდი ერთად იყო მოყრილი და გაფუჭებული არ ჩანდა.
პასუხი: ეს არის შენს ძმაზე ცუდის თქვა, როცა ის არ იმყოფება.
თქვა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, მოერიდეთ მრავალ ვარაუდს. ჭეშმარიტად, ზოგიერთი ვარაუდი ცოდვაა. და ნუ გამოიკვლევთ ერთმანეთის შეცდომებს და ნუ გაკიცხავს ზოგი თქვენგანი ზოგიერთს ზურგსუკან! განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ ჭამოს ხორცი თავისი მკვდარი ძმისა?! თქვენ ხომ გძულთ იგი. და გეშინოდეთ ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია". (ალ-ჰუჯურათ: 12)
პასუხი: ეს არის სიძნელე ისეთი რამის შესრულებაზე, რომლის გაკეთებაც სავალდებულოა ადამიანისთვის.
მათ შორის არის: სიზარმაცე სავალდებულოს შესრულებაში.
თქვა ალლაჰმა: "უეჭველად, თვალთმაქცები ცდილობენ ალლაჰი მოატყუონ, მაგრამ იგი მოატყუებს მათ. ხოლო თუკი ლოცვად დადგებიან, უხალისოდ აკეთებენ, ხალხის საჩვენებლად, და არ ახსენებენ ალლაჰს მცირედის გარდა". (ან-ნისა: 142)
აუცილებელია, რომ მუსლიმმა მიატოვოს სიზარმაცე, უსაქმურობა და არ იჯდეს ხელჩაქნეული. ის უნდა იყოს აქტიური და მონდომებული ამ ცხოვრებაში, რომ დაიმსახუროს ალლაჰის კმაყოფილება.
პასუხი: 1 - შესაქები სიბრაზე ალლაჰის გამო, როდესაც ურწმუნოები, მუნაფიყები ან სხვა ვინმე დაარღვევენ ალლაჰის მიერ დადგენილ აკრძალვებსა და კანონებს.
2 - მოუწონარი სიბრაზე: ეს არის, როცა ადამიანი ბრაზდება უაზროდ ხალხზე და შეუფერებლად იქცევა.
მოუწონარი სიბრაზის მკურნალობა არის:
- აბდესის აღება.
- დაჯდომა თუ დგახარ და დაწოლა თუ ზიხარ.
- ალლაჰის შუამავლის სიტყვების გახსენება, რომელმაც თქვა: "არ გაბრაზდე".
- ბრაზის მოთოკვა.
- ალლაჰზე შეეფარე ქვით ჩაქოლილი შაიტნისგან და თქვი: 'აუზუბილლაჰი მინა შაიტანი რაჯიიმ."
- გაჩუმება.
პასუხი: ისრაფი - ეს არის ფულის ხარჯვა უმიზნოდ, მისი საპირისპიროა: სიძუნწე, რაც იშნავს ფულის არ დახრჯვა საჭიროებაზეც კი.
და სწორი არის მათ შორის შუა მდგომარეობა ანუ, ზომიერება. და მუსლიმი უნდა იყოს ხელგაშლილი.
თქვა ალლაჰმა: "ისინი, რომლებიც თუკი ხარჯავენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ და იქნებიან ამათ შორის მყარად". (ალ-ფურყან: 67)
პასუხი: მშიშრობა არის, როცა ადამიანს ეშინია იმის, რისიც არ უნდა ეშინოდეს.
მაგალითად, რომ თქვას სიმართლე და გაკიცხოს, რაც გასაკიცხია.
სიმამაცე: ეს არის გადაწყვეტილების მიღება მტკიცედ, როცა ეს საჭიროა. მაგალითად მყარად დადგეს მუსლიმების დასახმარებლად მტრის წინააღმდეგ.
შუამავალი ﷺ ამბობდა თავის ვედრებაში: "ღმერთო ჩემო შენ შეგეფარები სიზარმაცისგან..."
და თქვა შუამავალმა ﷺ: "ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰთან, ვიდრე სუსტი მორწმუნე, თუმცა ორივეში არის სიკეთე". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1 - ალლაჰზე ვედრება, რომ მისცეს კარგი ზნეობა.
2 - არ დავიწყება იმისა, რომ ალლაჰის ხედავს მას, ესმის მისი, სადაც არ უნდა იყოს ის.
3 - არ დავიწყება იმისა, რომ კარგ ზნეობას მიჰყავს ადამიანი სამოთხეში.
4 - არ დავიწყება იმისა, რომ ცუდ ზნეობას მიჰყავს ადამიანი ჯოჯოხეთში.
5 - კარგი ზნეობის ადამიანი უყვარს ალლაჰსაც და ადამიანსაც, და ცუდი ზნეობის ადამიანი სძულს ალლაჰსაც და ადამიანსაც.
6 - შუამავლის ﷺ ცხოვრების შესწავლა და მასზე მიყოლა.
7 - კარგი ზნეობის მქონე ხალხთან მეგობრობა და ცუდი ზნეობის მქონე ხალხისგან გაშორება.
********
საუკეთესო ზიქრი ის არის, რომელშიც კონცენტრირებულია ენაც და გულიც.