თავი: მრწამსის შესახებ (აყიდა)

პასუხი: - ჩემი ღმერთი არის ალლაჰი, რომელმაც შემქმნა მე და შექმნა მთელი სამყარო მისი მოწყალებით. ის არის ჩემი სათაყვანებელი და არ მყავს მე მის გარდა სათაყვანებელი არავინ. ის არის შემქმნელი, მეუფე, სარჩოს მომცემი, მმართველია ყოველივესი, რაც არსებობს.
ამის მტკიცებულება არის მისი სიტყვები:
"ქება დიდება სამყაროების პატრონს". (ალ-ფაათიჰა: 2)

პასუხი: - ჩემი რელიგია ისლამია, რაც ნიშნავს ალლაჰზე მორჩილებას თავჰიდით (ერთღმერთიანობით) და შირქისგან* გაშორებით. (ყველაფერზე რასაც თანაზიარად უდგენენ ალლაჰს) და იმათგან, ვინც მას აკეთებს(ანუ შირქს)

*შირქი ნიშნავს ალლაჰზე თანაზიარის დადგენას.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად ალლაჰთან რწმენა მხოლოდ ისლამია". (აალ - იმრაან: 19)

მუჰამმადი ალლაჰის საუკეთესო ლოცვა და მშვიდობა მას.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია..." (ალ- ფათჰ: 29).

პასუხი: - ერთღმერთიანობის ფორმულა არის სიტყვები: "ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ" და მისი მნიშვნელობა არის: არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა.
თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
"იცოდე, რომ არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა..." (მუჰამმად: 19)
და თქვა წმინდა ალლაჰმა: "ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა, და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია". (ალ-ჰაჯჯ: 62)

პასუხი: - ალლაჰი ცაშია, ტახტრევანის (არშის) მაღლა და მარღლა არის ყველა ქმნილებაზე, თქვა ალლაჰმა: თქვა უზენაესმა: "მოწყალე არშზე "ტახტრევანზე" ამაღლდა". (სურა ტაჰა: 5)
და თქვა: "იგი მრისხანეა თავის მონებზე და იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა". (ალ-ან'ამ: 18)

პასუხი: - მისი მნიშვნელობა არის: რომ ალლაჰმა წარმოგზავნა ის სამყაროთა ზედა მახარობლად და გამაფრთხილებლად.
და სავალდებულოა:

1 - დამორჩილება იმაზე, რაც მან ბრძანა.
2 - დაჯერება იმისა, რაც მან გვამცნო.
3 - არ გამოივიჩინოთ ურჩობა მასზე.
4 - ვეთაყვანოთ ალლაჰს მხოლოდ ისე, როგორც მან დააკანონა. და ეს არის შუამავლის სუნნაზე გაყოლა და სიახლის მიტოვება.
თქვა ალლაჰმა:
"ვინც დაემორჩილა შუამავალს, დაემორჩილა ალლაჰს..." (ან-ნისა: 80)
და თქვა ყოვლადწმინდამ: "და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა". (სურა ან-ნაჯმ: 3-4)
თქვა დიდებულმა და ყოვლადმაღალმა: "ვფიცავ, კარგი მაგალითი იყო თქვენთვის ალლაჰის შუამავალში, იმათთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!" (ალ-აჰზაბ: 21)

პასუხი: ალლაჰმა შეგვქმნა, რათა მხოლოდ მას ვემსახუროთ, და არავითარი თანაზიარი არ დავუდგინოთ მას. არ შევუქმნივართ მას ამაოდ, თამაშისა და გართობისთვის ან იმისთვის, რომ დაუდევრად მივეტოვებინეთ.
თქვა ყოვლადმაღალმა:
"არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ!" (აზ-ზარიათ: 56)

პასუხი: - თაყვანისცემა არის საერთო სახელი ყველაფრისა, რაც უყვარს ალლაჰს სიტყვიდან და ქმედებიდან, ფარული იქნება ის თუ აშკარა.
აშკარა არის:
ალლაჰის ხსენება ენით, მისი შექება, განდიდება, ლოცვა, ჰაჯობა და ა.შ.
ფარული არის:
ალლაჰზე მინდობა, მისი შიში, იმედი და ა.შ.

უდიდესი ვალდებულება ჩვენზე არის ალლაჰის თავჰიდი (ერთღმერთიანობა).
თქვა ალლაჰმა:
"მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს". [ ალ-ბაიინა: 5 ]

პასუხი: 1- თავჰიდი ღვთაებრიობაში: ეს არის რწმენა ალლაჰისა, რომ ის არის შემქნელი, სარჩოს მომცემი, მეუფე, ის ერთადერთია და არ ჰყავს მას თანაზიარი.
2 - თავჰიდი თაყვანისცემაში: ეს არის ალლაჰის ერთიანობა თაყვანისცემაში და არ ეთაყვანო არავის, გარდა ერთადერთი ალლაჰისა.
3 - თავჰიდი სახლების და ატრიბუტების: ეს არის რწმენა ყოვლადმაღალი ალლაჰის სახელების და ხარისხების, რომლებიც მოხსენიებულია ყურანში და სუნნაში, შედარების და დამახინჯების გარეშე.
თავჰიდის სამი სახეობის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
თქვა უზენაესმა: "იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში. განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?" (სურა მარიამ: 65)

ალლაჰზე თანაზიარის დადგენა(შირქი).
თქვა ყოვლადმაღალმა:
"უეჭველია, ალლაჰი არ მიუტევებს იმას, რომ მას თანაზიარი დაუდგინონ, და მიუტევებს ამის გარდა ყველაფერს, ვისაც ინებებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, მაშინ უდიდეს ცოდვას სჩადის!" (სურა ან-ნისა: 48)

პასუხი: შირქი არის ადამიანის მიერ ალლაჰზე თანაზიარის დადგენა მის თაყვანისცემაში, მის სახელებსა და ხარისხებში.
შირქის სახეობებიდან არის ალლაჰზე თანაზიარის დადგენა თაყვანისცემაში.
მისი სახეობებია:

დიდი შირქი: ალლაჰის გარდა სხვისთვის თხოვნა, ან ალლაჰის გარდა სხვისთვის სუჯუდის გაკეთება, ან ალლაჰის გარდა სხვისთვის შესაწირის დაკვლა.
პატარა შირქი:
ეს არის, რითაც ადამიანი არ გაჰყავს რელიგიიდან მაგალითად: ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება, ან თილისმის დაკიდება, რომლითაც ხალხს ჰგონიათ, რომ მიიღებენ სარგებელს ან დაიცავს მათ ცუდისგან. ასევე, თვალთმაქცობა - მაგალითად ლოცვის ან სხვა საქმის შელამაზება, როცა ვინმე უყურებს.

პასუხი: არავინ არ იცის დაფარული, გარდა ერთადერთი ალლაჰისა.
თქვა ალლაჰმა:
"უთხარი: არავინ იცის დაფარული ცაში და დედამიწაზე ალლაჰის გარდა. ხოლო ისინი ვერ გრძნობენ, როდის იქნებიან აღდგენილნი". (ან-ნამლ: 65)

პასუხი: რწმენას აქვს ექვსი საფუძველი.
1 - ალლაჰის რწმენა.
2 - მისი ანგელოზების რწმენა.
3 - მისი წიგნების რწმენა.
4 - მისი შუამავლების რწმენა.
5 - განკითხვის დღის რწმენა.
6 - ბედისწერის რწმენა მისი კარგით და ცუდით.
ამისი მტკიცებულება არის:
ჯიბრილის ჰადისი, რომელიც ცნობილია მუსლიმებში. უთხრა ჯიბრილმა შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას): "მაცნობე მე რწმენაზე. მან უპასუხა: რწმენა არის, რომ გწამდეს ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის თავისი კარგით და ცუდით".

პასუხი: დიდებული ალლაჰის რწმენა: გწამდეს ალლაჰის, რომ მან შეგქმნა, მოგცა სარჩო. ის მეუფეა და განმგები, ის ერთადერთია ქმნილებებისთვის. ის არის სათაყვანებელი დ არ არის არავინ თყვანისცემის ღირსი გარდა მისა, რომელსაც ეკუთვნის შექმნა, ბრძანება, მართვა და განსჯა, ის ერთადერთია და არ ჰყავს მას თანაზიარი.
და რომ ის არის უდიდესი, სრულყოფილი, მას ეკუთვნის დიდება სრულად, მას ეკუთვნის საუკეთესო სახელები და უმაღლესი ხარისხები. არ ჰყავს მას თანაზიარი და მსგავსი.
ალლაჰის ანგელოზების რწმენა:
ისინი არიან ალლაჰის ქმნილებები, რომლებიც მან შექმნა სინათლსგან. იმისთვის, რომ ეთაყვანონ მას და შეასრულონ მისი ბრძანებები.
თქვა ალლაჰმა:
"არა, ისინი პატივდებულნი მსახურნი არიან! არ დაასწრებენ მას სიტყვას და მოქმედებენ მისი ბრძანების შესაფერისად". (ალ-ანბია: 26 - 27)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ანგელოზები შეიქმნენ სინათლისგან". გადმოსცა მუსლიმმა.
- მათ შორის არის ჯაბრაილ (მშვიდობა მას), რომელიც ჩამოდის ზეშთაგონებით შუამავლებზე. თქვა ალლაჰმა: "და იგი ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა. ჩამოიტანა იგი სანდო სულმა. შენს გულზე, რათა იყო ერთ-ერთი შემგონებელთაგანი. ცხადი არაბული ენით". (აშ-შუ'არა: 192-195)
წიგნების რწმენა: ეს ის წიგნებია, რომლებიც ალლაჰმა გამოგზავნა თავის შუამავლებზე.
როგორიც არის:
ყურანი - მუჰამმად შუამავალზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას)
ინჯილი - ისა შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
თორა - მუსა შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
ზებური - დაუდ შუამავალზე (ალლაჰის მშვიდობა მას)
იბრაჰიმის და მუსას ფსალმუნები - იბრაჰიმზე და მუსაზე (ალლაჰის მშვიდობა მათ)
შუამავლების რწმენა: ისინი არიან, ვინც წარგზავნა ალლაჰმა თავის მონებთან, რომ ესწავლებინათ მათთვის, ემცნოთ მათთვის სამოთხის ნეტარების შესახებ და გაეფრთხილებინათ ცეცხლის სიავისგან.
და საუკეთესო მათგანი არიან ხუთნი, რომელსაც უწოდებენ მტკიცე და მომთმენნი(ულულ იზმ):
ნუჰი (ნოე) მშვიდობა მას
იბრაჰიმი (აბრაამი) მშვიდობა მას
მუსა (მოსე) მშვიდობა მას
ისა (იესო) მშვიდობა მას
მუჰამმადი ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას.
განკითვის დღის რწმენა:
ეს არის რწმენა იმისა, რაც არის საფლავში, განკითვის დღის რწმენა, აღდგომის და სასამართლოს რწმენა. და რომ სამოთხის მკვიდრნი შევლენ სამოთხეში და ჯოჯოხეთის მკვიდრნი - ჯოჯოხეთში.
თქვა ალლაჰმა:
"ყოველი სული იგემებს სიკვდილს, და ჩვენ მოგაგებთ თქვენს საზღაურს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, გაიმარჯვებს. მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა
მაცდუნებელ სიტკბოებაზე." (აალ იმრან: 185)
ბედისწერის რწმენა თავისი კარგით და ცუდით:
ბედისწერა: ეს არის დარწმუნება იმაში, რომ ალლაჰმა ყველაფერი იცის, რაც არსებობს. და მან დაწერა ყოველივე თავის შენახულ ფიცარზე და რასაც ის ისურვებს ის ხდება.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად ყოველივე შევქმენი ბედისწერით". (ალ-ბაყარა: 49)
და ის არის ოთხი საფეხურის:
პირველი: დიდებული ალლაჰის შეცნობა. მან იცის ყველაფერი რაც მოხდება იქამდე, სანამ ის მოხდება.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა!" (ლუყმან: 34)
მეორე: ალლაჰმა დაწერა ყველაფერი შენახულ ფიცარზე. ყველაფერი რაც მოხდა და მოხდება მასთან არის დაწერილი.
ამის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"მასთანაა დაფარულის გასაღებნი და არავინ იცის მის გარდა. იცის, რაც ხმელეთზეა და რაც ზღვაშია და ერთი ფოთოლიც კი არ ჩამოვარდება, მან რომ არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არაა დედამიწის წყვდიადში, და ერთი ნესტი და მშრალიც კი არ არის ისე, რომ ცხად წიგნში არ იყოს". (ალ-ან'ამ : 59)
მესამე: ყველაფერი ხდება მხოლოდ ალლაჰის ნებით და არაფერი არ ხდება მისი ნების გარეშე. მონას აქვს არჩევანის უფლება, მას აქვს სურვილი და ნება, თუმცა მისი სურვილი არ ხდება ალლაჰის ნების გარეშე.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ სწორ გზას დაადგეს თუმცა თქვენ ამას არ ისურვებთ, თუკი ალლაჰი არ ინებებს, სამყაროთა ღმერთი". (ათ-თაქვირ: 28-29)
მეოთხე: ყველა არსება შექმნილია ალლაჰის მიერ და მან შექმნა მათი ფორმა, ხასიათი, თვისებები და ყველაფერი რაც მათ გააჩნიათ.
ამისი მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"ალლაჰმა შექმნა თქვენ და ის, რასაც თქვენ აკეთებთ". (ას-საფათ: 96)

ის არის ალლაჰის სიტყვა, და ის არ არის ქმნილება.
თქვა ალლაჰმა:
"თუკი რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, თავფესაფარი მიეცი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა, შემდეგ მიიყვანე უსაფრთხო ადგილამდე. ეს იმის გამო, რომ ისინი უცოდინარი ხალხია". (ათ-თავბა: 6)
გადმოცემულია ჰადისში: " ალლაჰის სიტყვა ისეა ადამიანის სიტყვასთან, როგორც ალლაჰი თავის ქმნილებებთან". გადმოსცა თირმიზიმ.

პასუხი: ეს არის ყოველი სიტყვა, საქმე, ჩუმი დათანხმება და მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა იყოს მასზე).

პასუხი: ბიდ'ა არის ყოველი სიახლე, რაც ხალხმა შეიტანეს რელიგიაში და რაც არ არსებობდა შუამავლის ეპოქაში.
- ჩვენ არ ვიღებთ მას და უნდა უარვყოფთ მას.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ყოველი სიახლე გზააბნეულობაა". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ასევე თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც შეასრულებს ქმედებას, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება იქნება უარყოფილი". გადმოსცა მუსლიმმა.
სიახლის მაგალითებია:
თაყვანისცემაში რაიმის დამატება, როგორიც არის აბდესის აღების დროს ოთხჯერ დაბანვა, შუამავლის დაბადების აღნიშვნა, რომელიც არ გაუკეთებია არც შუამავალს და არც მის საჰაბებს და ა.შ.

პასუხი: ალ - ვალა: ეს არის მორწმუნეების სიყვარული და მათზე დახმარება.
თქვა ალლაჰმა:
"მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის დამხმარეები არიან". (ათ-თავბა: 71)
ალ-ბარა: ეს არის ურწმუნოების სიძულვილი და მათთან ბრძოლა (თუ შეგებრძოლებიან და მტრულად არიან განწყობილი შენს მიმართ და შენი სარწმუნოების მიმართ).
თქვა ალლაჰმა:
"კარგი მაგალითი იყო თქვენთვის იბრაჰიმი და ისინი, რომელნიც მასთან ერთად იყვნენ. აკი, უთხრეს თავიანთ ხალხს: ჭეშმარიტად, ჩვენ შორს ვართ თქვენგან და იმისგან, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. ჩვენ უარგყავით თქვენ და
გამოაშკარავდა ჩვენს შორის სიძულვილი და მტრობა სამუდამოდ, ვიდრე არ ირწმუნებთ ერთადერთ ალლაჰს". (ალ-მუმთაჰინა: 4)

პასუხი: არ მიიღებს ალლაჰი ისლამის გარდა სხვა რელიგიას.
თქვა ალლაჰმა:
"და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის". (აალ-იმრან: 85)

პასუხი: მაგალითი სიტყვით: როდესაც ლანძღავ ალლაჰს ან მის შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
მაგალითი საქმით:
ყურანის შეურაცხყოფა ან სუჯუდის გაკეთება ალლაჰის გარდა სხვისთვის.
მაგალითი რწმენით:
გწამდეს იმის, რომ არსებობს ვინმე, ვისაც აქვს უფლება, რომ ეთაყვანონ მას ალლაჰის მაგიერ, და არსებობს შემქნელი ალლაჰის გარდა.

1. დიდი ნიფაყი: ეს არის, როდესაც ადამიანი თავს აჩვენებს მორწმუნედ და გულში მალავს ურწმუნოებას.
მას გაჰყავს ადამიანი ისლამიდან და ეს არის დიდი ურწმუნოება.
თქვა ალლაჰმა:
"უეჭველად, თვალთმაქცები ჯოჯოხეთის ცეცხლის უმდაბლეს შრეში იქნებიან, და ვერასოდეს იპოვი შენ მათთვის ქომაგს". (ან-ნისა: 145)
2. პატარა ნიფაყი(თვალთმაქცობა): მაგალითად: ტყუილი, დაპირების შეუსრულებლობა, ამანათის დარღვევა.
ნიფაყის ამ სახეობას არ გაჰყავს ადამიანი ისლამიდან, მაგრამ ესენი არის ცოდვებიდან, რომელზეც მას პასუხს მოსთხოვენ განკითხვის დღეს.
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თვალთმაქცის ნიშნები სამია: როცა ლაპარაკობს იტყუება, როცა დაპირდება არ ასრულებს მას, ხოლო როცა მიანდობ რაიმეს არღვევს ნდობას". (ან ღალატობს ნდობას) გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.

პასუხი: ის არის მუჰამმად შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
თქვა ალლაჰმა:
"არ არის მუჰამმედი არავისი მამა, თქვენი კაცებიდან, არამედ იგია ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ბეჭედია, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა". (ალ-აჰზაბ: 40)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მე მოციქულების ბეჭედი ვარ და არ არის მოციქული ჩემს შემდეგ". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და სხვებმა.

პასუხი: ეს არის სასწაულები, რომლებიც მოავლინა ალლაჰმა თავისი მოციქულების მეშვეობით, რომ დაემტკიცებინა მათი ჭეშმარიტება. მაგალითად:
- მუჰამმად შუამავლის მიერ მთვარის შუაზე გაპობა. თქვა ალლაჰმა: "მოახლოვდა საათი და მთვარე ორად გაიყო. და თუ ისინი იხილავენ სასწაულს, პირს იბრუნებენ და ამბობენ: ეს მუდმივი ჯადოქრობააო! ცრუდ შერაცხეს და მიჰყვნენ თავიანთ ვნებებს. და ყოველი საქმე წინასწარ განსაზღვრულია". (ალ-ყამარ: 1-3)
- ზღვის შუაზე გაყოფა მუსასთვის (მშვიდობა მას) და ფარაონის და მისი ჯარის მასში დახრჩობა. თქვა ალლაჰმა: "აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ, და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უყურებდით". (ალ-ბაყარა: 50)

პასუხი: საჰაბები არიან ისინი, ვინც შეხვდნენ შუამავალს, ირწმუნეს მისი და მოკვდნენ ისლამში.
ჩვენ გვევალება მათი სიყვარული და მათი მაგალითის მიყოლა, რადგან ისინი არიან საუკეთესო და უმაღლესი ადამიანები მოციქულების შემდეგ.
და მათ შორის საუკეთესონი არიან ოთხნი:

აბუ ბაქრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)
უსმანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი).
ალლაჰმა თქვა საჰაბებზე (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): "წინ წასულნი კი არიან პირველგადასახლებულნი, ანსარები და ისინი, ვინც მათ კვალს გაჰყვა კეთილმოქმედებით. ალლაჰი კმაყოფილია მათით და ისინი კმაყოფილნი არიან მისით. გაუმზადა მათ ალლაჰმა სამოთხეები, რომელთაც ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, სამუდამოდ. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა". (ათ-თავბა: 100)

პასუხი: ისინი არიან მუჰამმად შუამავლის ცოლები.
თქვა ალლაჰმა:
"შუამავალი უფრო ახლობელია მორწმუნეთათვის, ვიდრე თავიანთი სულნი, ხოლო მისი(შუამავლის) მეუღლეები, მათი დედები არიან". (ალ-აჰზაბ: 6)

პასუხი: ჩვენ გვიყვარს ისინი და ლოიალურები ვართ მათ მიმართ, ჩვენ გვძულს ისინი, ვისაც ისინი სძულან, მაგრამ არ ვვარდებით ზედმეტობაში. მათ კატეგორიაში შედიან შუამავლის ცოლები, მათი შვილები, ჰაშიმის შვილები და ალ-მუტალლიბის შვილები, რომლებიც იყვნენ მორწმუნეებიდან.
თქვა ალლაჰმა:
"ალლაჰს სურს აგაცილოთ სიბილწე (შუამავლის)ოჯახის წევრნო, და განგწმინდოთ თქვენ განწმენდით". (ალ-აჰზაბ: 33)
შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: "ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე, ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე, ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ აჰლილ ბეითზე". გადმოსცა მუსლიმმა.

პასუხი: ჩვენი ვალდებულება არის: დავემორჩილოთ მათ ყველაფერში, გარდა ცოდვისა. შევევედროთ ალლაჰს მათთვის და არ გამოვიდეთ მათ წინააღმდეგ გარდა იმისა, როდესაც დავინახავთ მათში ნათელ ურწმუნოებას.
თქვა ალლაჰმა:
"ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და ხელმძღვანელს (არაბ: ამრუ (ამირი) თქვენს შორის. ამის შემდეგ თუ რამე სადაო გაქვთ, მიმართეთ ალლაჰსა და შუამავალს, თუკი გწამთ ალლაჰი და
დღე უკანასკნელი, ეს უკეთესია და უმჯობესი გამოსავალი!" (ან-ნისა: 59)

პასუხი: სამოთხე. თქვა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთენი აკეთა, სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები...". (მუჰამმად: 12)

პასუხი: ჯოჯოხეთი. თქვა ალლაჰმა: "მაშინ იმ ცეცხლის გეშინოდეთ, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია, რომელიც ურწმუნოთათვისაა გამზადებული". (ალ-ბაყარა: 24)

პასუხი: შიში: ეს არის ალლაჰისა და მისი სასჯელის შიში.
იმედი:
ეს არის ალლაჰის პატიების, საზღაურისა და წყალობის იმედი.
ამის მტკიცებულება არის ალლაჰის სიტყვები:
"ისინი, რომლებიც უხმობენ ეძიებენ გზას თავიანთ ღმერთთან, რომელი უფრო ახლოსაა; იმედოვნებენ მის მოწყალებას და ეშინიათ მისი სასჯელისა. შენი ღმერთის სასჯელი გასაფრთხილებელია". (ალ-ისრა: 57)
და თქვა ალლაჰმა: "აცნობე ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, მწყალობელი ვარ. და რომ ჩემი სასჯელი მტანჯველი სასჯელია". (ალ-ჰიჯრ: 49-50)

პასუხი: ალლაჰ(ღმერთი), არრაბ(ღვთაება), არრაჰმან(მოწყალე), ასსამი'(ყოვლისმსმენი), ალბასირ(ყოვლისმხედველი), ალ'ალიიმ(ყოვლისმცოდნე), არრაზზააყ(სარჩოს მომცემი), ალჰაი(ცოცხალი), ალ'აზიიმ(დიდებული), ალჰაქიიმ(ბრძენი)... და სხვა .

პასუხი: ალლაჰ - მისი მნიშვნელობა არის, რომ მხოლოდ ალლაჰია ღირსეული რომ ეთაყვანონ და არ ჰყავს მას თანაზიარი.
არრაბ - არის შემქნელი, მეუფე, სარჩოს მომცენი, განმგები ერთადერთი ღმერთი.
ასსამი' - რომლის სმენაც მაღალია ყველაფერზე, მას ესმის ყველაფერი, სადაც არ უნდა იყოს.
ალბასიირ - ყოვლისმხედველი, რომელიც ხედავს ყველაფერს დიდსაც და პატარასაც.
ალ'ალიიმ - ვისი ცოდნაც მოიცავს ყველაფერს წარსულსაც, ახლანდელსაც და მომავალსაც. მან ყველაფერი იცის.
არრაჰმან - ვისი მოწყალებაც გავრცელებულია ყველა ქმნილებაზე. ყველა მონა მისი მოწყალების ქვეშაა.
არრაზზაყ - რომლის ხელშიც არის სარჩო ყველა ქმნილებისთვის: ადამიანისთვის, ჯინებისთვის და ყველა სხვა არსებისთვის. ის არჩენს ყველას, რაც მან შექმნა.
ალჰაი - რომელიც არ კვდება არასდროს. ხოლო ყველა ქმნილება კვდება.
ალაზიიმ - რომელსაც ეკუთვნის სრულყოფილება და დიდებული სახელები, ხარისხები და ატრიბუტები.
ალჰაქიიმ - რომელმაც შექმნა ქმნილებები სიბრძნით, სრულყოფილად, საუკეთესოდ. მას ეკუთვნის შექმნისა და ბრძანების სიბრძნე.
სიბრძნე არის:
ყოველივეს შექმნა და დახარისხება მათი კანონზომიერების მიხედვით სრულყოფილად.

პასუხი: ჩვენ გვიყვარს ისინი. ვუბრუნდებით მათ შარიათის საკითხებში და პრობლემებზე. მოვიხსენიებთ მათ ლამაზად და არ ვამბობთ მათზე ცუდს. ვინც გალანძღავს სწავლულს ის არ არის სწორ გზაზე.
თქვა ალლაჰმა:
"აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს,
და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ". (ალ-მუჯადილა: 11)

პასუხი: ისინი ღვთისმოშიში მორწმუნენი არიან.
თქვა ალლაჰმა:
"ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ, და არც ინაღვლებენ. მათ, რომელთაც ირწმუნეს და ღმერთის ეშინოდათ". (იუნუს: 62-63)

პასუხი: რწმენა არის სიტყვა, საქმე და დაჯერება. ის არის ენით წარმოთქმა, სხეულით გაკეთება და გულით დაჯერება.
ეს არის სიტყვა ენით, რწმენა და მოქმედება გულით (იგულისხმება: გული) და მოქმედება სხეულის ორგანოებითა და კიდურებით.
ჰადისში, რომელიც გადმოცემულია აბუ ჰურაირას მიერ, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "რწმენას აქვს სამოცდაათი ან სამოცი ნაწილი, ხოლო საუკეთესო მათგანი არის სიტყვები: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა". გადმოსცა მუსლიმმა.

პასუხი: რწმენა იზრდება მორჩილებით და მცირდება ცოდვებით.
თქვა ალლაჰმა:
"მორწმუნენი სწორედ ისინი არიან, ვისაც, როცა ხსენდება ალლაჰი გული უკრთებათ, ხოლო თუკი მისი აიათები ეკითხებათ, რწმენა ემატებათ და თავიანთ ღმერთს მიენდობიან". (ალ-ანფალ: 2)

პასუხი: რომ ეთაყვანო ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავდე მას, შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ის გხედავს შენ.

პასუხი: ორი პირობით:
1. როდესაც აკეთებ მხოლოდ ალლაჰის გულისთვის დიდებულია ის და ამაღლებული.
2. როდესაც აკეთებ შუამავლის სუნნაზე (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას)

პასუხი: ეს არის ალლაჰზე მინდობა სიკეთის მიღებაში და სიავისგან დაცვაში, ამასთანავე აკეთებ მიზეზებს.
თქვა ალლაჰმა:
"და იმისათვის, ვინც სასოებს ალლაჰს, საკმარისია იგი". (ატ-ტალაყ: 3)
საკმარისია: ანუ კმარა მისთვის.

პასუხი: სიკეთე: ნიშნავს მოწოდებას ყველაფრისკენ, რაც მიუთითებს ალლაჰზე მორჩილებაზე, ხოლო აუგი არის აკრძალვა იმის, რაც მიუთითებს ალლაჰზე ურჩობაზე. ალ-მუნქარ: ნიშნავს ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აკრძალვას დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მიმართ.
თქვა ალლაჰმა:
"თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს..." (აალ იმრან: 110)

პასუხი: ისინი არიან, ვისი სიტყვა, საქმე და რწმენა ისეთივეა, როგორიც შუამავლის და მისი საჰაბების.
და იწოდებიან ისინი აჰლი სუნნა(სუნნას ხალხი) იმის გამო, რომ ისინი მიყვებიან შუამავლის სუნნას და მიატოვეს სიახლე.
ვალ ჯამაა (ჯამაათი) იწოდებიან იმიტომ, რომ ისინი გაერთიანდნენ ჭეშმარიტებაზე და არ გაიყვნენ.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "ჭეშმარიტად ისრაილის ძენი გაიყვნენ სამოცდათორმეტ ნაწილად, ხოლო ჩემი ხალხი გაიყო სამოცდაცამეტ ნაწილად. ყველა მათგანი იქნებიან ცეცხლში, გარდა ერთისა. ჰკითხეს: ვინ არიან ისინი ო, შუამავალო? თქვა: ისინი ვინც მე და საჰაბებს გაგვყვებიან". გადმოსცა თირმიზიმ.