თავი: თაფსირი

პასუხი: სურა ალ-ფათიჰა და მისი განმარტება:
🎧 1. სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა. 🎧 2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს. 🎧 3. მოწყალესა, მწყალობელსა 🎧 4. განკითხვის დღის მბრძანებელს. 🎧 5. მხოლოდ შენ გცემთ თაყვანს, და მხოლოდ შენ გთხოვთ შეწევნას. 🎧 6. გვიწინამძღვრე ჭეშმარიტი გზით. 🎧 7.იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არცა - გზააბნეულთა. (ალ-ფათიჰა: 1-7)
განმარტება:
სურა ალ-ფათიჰა ეწოდება ამ სახელით "გამხსნელი" იმიტომ, რომ ის ხსნის ყურანს და არის ყურანის პირველი სურა.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა ალლაჰის სახელით ვიწყებ ყურანის კითხვას, მისი დახმარებით და მისი სახელის ხსენებით კურთხევის მიღების იმედით.
ალლაჰი ნიშნავს:
თაყვანისცემის ღირსი. არ იწოდება ამ სახელით სხვა არავინ.
მოწყალე ნიშნავს:
ყოვლისმომცველი წყალობის მქონე, რომლის წყალობაც მოიცავს ყველაფერს.
არრაჰიიმ ნიშნავს:
შემწყალებელი მორწმუნეების მიმართ განკითსვის დღეს.
2. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს. ეს ნიშნავს: ყველა სახის დიდება და სრულყოფილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
მოწყალე და შემწყალებელი ნიშნავს:
მფლობელი ყოვლისმომცველი წყალობის, რომელიც მოიცავს ყველაფერს, და მფლობელი განსაკუთრებული წყალობის, რომელიც აღწევს მორწმუნეებამდე.
4. განკითხვის დღის მბრძანებელს. ეს არის სამყაროს დასასრულის დღე.
მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას. ეს ნიშნავს: შენ გცემთ თაყვანს მხოლოდ და შენგან ვეძებთ დახმარებას მხოლოდ.
6. გვიწინამძღვრე ჭეშმარიტი გზით. და ეს არის ჭეშმარიტ გზაზე დაყენება ისლამისა და სუნნისკენ.
7.იმათი გზით, რომელთაც მიეცი მოწყალება, არა - შერისხულთა და არც - გზააბნეულთა. ეს ნიშნავს: ალლაჰის მართალ მონათა გზა, მათ შორის წინასწარმეტყველებისა და მათი მიმდევრების, განსხვავებით ქრისტიანებისა და ებრაელების გზისგან.
- მისი წაკითხვის შემდეგ სასურველია, რომ ვთქვათ "აამიინ", რაც ნიშნავს: ღმერთო უპასუხე ჩვენს ვედრებას.

პასუხი: სურა "ზალზალა" და მისი თაფსირი (განმარტება).
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. როცა დედამიწა შეირყევა შერყევით. 🎧 2. როცა გადაყრის დედამიწა თავის სიმძიმეთ 🎧 3. და იტყვის ადამიანი: რა ემართება მას? 🎧 4. სწორედ იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს. 🎧 5. იმიტომ, რომ შენი ღმერთი ზეშთააგონებს (დედამიწას). 🎧 6. სწორედ იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა უჩვენონ მათ მათი საქმენი. 🎧 7. და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)! 🎧 8. და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)! (ზალზალა: 1-8)
თაფსირი:
1. როცა დედამიწა შეირყევა შერყევით. როცა მიწა ძლიერად შეირყევა, როგორც ეს მოხდება (განკითხვის) დღეს.
2. როცა გადაყრის დედამიწა თავის სიმძიმეთ და მიწა ამოაგდებს თავის წიაღიდან ყველაფერს, რაც მასში იყო, მათ შორის მკვდრებს და სხვებს.
3. და იტყვის ადამიანი: რა ემართება მას? და ადამიანი დაბნეული იტყვის: რა ემართება მიწას, რატომ ირყევა და შფოთავს ასე?!
4. სწორედ იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს. იმ დიდებულ დღეს მიწა მოჰფენს ნათელს ყველაფერს, რაც მასზე იქნა ჩადენილი — როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას.
5. იმიტომ, რომ შენი ღმერთი ზეშთააგონებს (დედამიწას). რადგან ალლაჰმა გააცნობა მას (მიწას) ეს ყველაფერი და უბრძანა ამის გაკეთება.
6. სწორედ იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა უჩვენონ მათ მათი საქმენი. იმ დიდებულ დღეს, როცა მიწა იძვრის, ადამიანები გამოყოფილნი იქნებიან სხვადასხვა ჯგუფებად სასამართლო ადგილისგან, რათა ნახონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ამ ცხოვრებაში ჩაიდინეს.
7. და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)! ვინც პატარა ჭიანჭველას წონის სიკეთესა და სათნოების საქმეს ჩადის, ის მას თავის წინ დაინახავს.
8. და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)! და ვინც ჩადის მისი (ჭიანჭველას) წონის ბოროტ საქმეს, ისიც თავის წინ დახვდება.

პასუხი: სურა "ალ-ადიათ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვფიცარ ქოშინით მერბენალთ (ცხენებს). 🎧 2. მფრქვეველთ ნაპერწკლისას. 🎧 3. თავდამსხმელთ დილაადრიან. 🎧 4. აჰა, მათ იქით აჰყარეს მტვერი. 🎧 5. რომელნიც იმათ რაზმებში შეიჭრნენ. 🎧 6. ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის უმადურია. 🎧 7. და ამის მოწმე თვითონაა. 🎧 8. მისი სიყვარული ფუფუნების მიმართ მტკიცეა. 🎧 9. განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს? 🎧 10. და გამოაშკარავებდა, რაც გულებშია, 🎧 11. ჭეშმარიტად, სწორედ იმ დღეს მათი ღმერთი მათი მცოდნეა. (ალ-ადიათ: 1-11)
განმარტება:
1. ვფიცარ ქოშინით მერბენალთ (ცხენებს). 1- (ვფიცავ ქოშინით მორბენალს): ალლაჰი იფიცება ცხენებით, რომელნიც ძნელად სუნთქავენ ძლიერი სირბილისგან.
2. მფრქვეველთ ნაპერწკლისას. ალლაჰი ფიცულობს იმ ცხენებს, რომლებიც თავიანთი ჩლიქებით ცეცხლს აბრიალებენ, როდესაც მათი ჩლიქები კლდეებს ეხება ძლიერად დარტყმისას.
3. თავდამსხმელთ დილაადრიან. 3- (თავდამსხმელთ დილაადრიან): ალლაჰი იფიცება ცხენებით, რომლებიც თავს ესხმიან დილით მტრებს.
4. აჰა, მათ იქით აჰყარეს მტვერი. და ისინი თავიანთი გარბენით მტვერს აყენებენ
5. რომელნიც იმათ რაზმებში შეიჭრნენ. და თავიანთ მხედრებთან ერთად ისინი შეიჭრებიან მტრის ჯარის შუაგულში.
6. ჭეშმარიტად, ადამიანი თავისი ღმერთის უმადურია. მართლაც, ადამიანი ძალიან ძუნწია იმ სიკეთესთა მიმართებაში, რომელსაც ალლაჰი მას სთხოვს.
7. და ამის მოწმე თვითონაა. და მართლაც, ის თვითონვე მოწმობს თავისი სიკეთის შეზღუდვას; ის ვერ შეძლებს ამის უარყოფას, რადგან ეს იმდენად ნათელია.
8. მისი სიყვარული ფუფუნების მიმართ მტკიცეა. და მას უკიდურესად უყვარს სიმდიდრე და ძუნწობს.
9. განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს? ნუთუ არ იცის ამ ამპარტავანმა ადამიანმა, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებასაა დამონებული, რომ ალლაჰი აღადგენს საფლავებიდან მკვდრებს და გამოიყვანს მიწიდან ანგარიშისა და საზღაურისთვის? და რომ საქმე სულ სხვაგვარად იქნება, ვიდრე ის წარმოიდგენდა?!
10. და გამოაშკარავებდა, რაც გულებშია, და გამოაშკარავდება და ცხადი გახდება გულებში არსებული განზრახვები, რწმენები.
11. ჭეშმარიტად, სწორედ იმ დღეს მათი ღმერთი მათი მცოდნეა. ჭეშმარუტად, მათ ღმერთს იმ დღეს მათზე კარგად უწყის, მას არ დაემალება თავისი მონების საქმეებიდან არაფერი, და ის მათ ამისთვის შესაბამისს საზღაურს მიაგებს.

სურა "ალ-ყარი'ა" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო! 🎧 2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? 🎧 3. და რა გაცნობოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? 🎧 4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით. 🎧 5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით. 🎧 6. და იმას, ვისი სასწორიც მძიმე იქნება, 🎧 7. ნეტარი ცხოვრება ელის. 🎧 8. ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება. 🎧 9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა) 🎧 10. და რამ გაცნობოს შენ რა არის იგი(ჰავიე)? 🎧 11. ცეცხლია აალებული. (ალ-ყარი'ა: 1-11)
განმარტება:
1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო! ეს ის საათია, როცა გულები განცვიფრდება მისი სიდიადისგან და საშინელებისგან.
2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? რომელია ის საათი, რომელიც საშინლად აშინებს ადამიანების გულებს?!
3. და რა გაცნობოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო? საიდან უნდა იცოდე ო შუამავალო, რა არის ეს საათი, რომელიც საშინლად აფრთხობს გულებს?! ჭეშმარიტად ეს განკითხვის დღეა.
4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით. იმ დღეს, როდესაც ადამიანების გულები იქნება შე ძრული, ისინი იქნებიან როგორც გაფანტული პეპლები, აქეთ-იქით მიმოფანტულნი.
5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით. მთები იქნება როგორც აფუებული მატყლი, მათი მსუბუქი მოძრაობითა და სიარულით.
6. და იმას, ვისი სასწორიც მძიმე იქნება, რაც შეეხება იმას, ვისი კეთილი საქმეებიც გადასწონის მის ცუდ საქმეებს.
7. ნეტარი ცხოვრება ელის. ის იქნება დამაკმაყოფილებელ ცხოვრებაში და შევა სამოთხეში.
8. ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება. რაც შეეხება მას, ვისი ცუდი საქმეები აღემატება მის კეთილ საქმეებს.
9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა) მაშინ მისი საცხოვრებელი და განსასვენებელი განკითხვის დღეს იქნება ჯოჯოხეთი.
10. და რამ გაცნობოს შენ რა არის იგი(ჰავიე)? და რა გაგაგებინებს შენ, ო მოციქულო, რა არის ის?!
11. ცეცხლია აალებული. ეს არის ძლიერი ცეცხლი

პასუხი: სურა "ათ-თაქასურ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. გაუტაცნიხართ მომხვეჭელობას. 🎧 2. ვიდრე სამარეებს არ იხილავთ. 🎧 3. არა, მალე გეცოდინებათ. 🎧 4. მერე, დიახ, მალე გეცოდინებათ. 🎧 5. ო, არა! ნეტავ გცოდნოდათ ცოდნით უეჭველობა(ე.ი სიკვდილი). 🎧 6. უსათუოდ იხილავთ ჯოჯოხეთს. 🎧 7. უსათუოდ იხილავთ მას თვალნათვლივ. 🎧 8. მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ! (ათ-თაქასურ: 1-8)
განმარტება:
1. გაუტაცნიხართ მომხვეჭელობას. ჰეი ხალხნო, მომხვეჭელობამ გაიტაცათ თქვენი ქონებით და შვილებით და დაგაშორათ ალლაჰის მორჩილებას.
2. ვიდრე სამარეებს არ იხილავთ. აქამდე, სანამ მოკვდებოდით და თქვენს საფლავებში არ შესულიყავით.
3. არა, მალე გეცოდინებათ. რა გემართებათ, რომ მომხეჭელობის გამო შორდებით ალლაჰის მორჩილებას, და გაიგებთ თქვენი ამ საქმის საზღაურს უეჭველად.
4. მერე, დიახ, მალე გეცოდინებათ. მერე გაიგებთ მის შედეგს.
5. ო, არა! ნეტავ გცოდნოდათ ცოდნით უეჭველობა(ე.ი სიკვდილი). მართლაც, თუ თქვენ ნამდვილად იცოდით, რომ ალლაჰთან მიბრუნდებით და ის თქვენს საქმეებზე მოგისჯით, არ დაკავდებოდით ქონებითა და შვილების ტრაბახით.
6. უსათუოდ იხილავთ ჯოჯოხეთს. ვფიცავ ალლაჰს, თქვენ აუცილებლად იხილავთ ცეცხლს განკითხვის დღეს.
7. უსათუოდ იხილავთ მას თვალნათვლივ. შემდეგ იხილავთ მას უტყუარად, ეჭვის გარეშე.
8. მერე იმ დღეს, აუცილებლად მოგეკითხებათ, რაც გებოძათ! შემდეგ ალლაჰი აუცილებლად გკითხავთ იმ დღეს იმ წყალობებზე, რაც თქვენ მოგანიჭათ, ჯანმრთელობაზე, სიმდიდრეზე და სხვა წყალობებზე.

პასუხი: სურა "ალ-ასრ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვფიცავ, 'ასრს ! 🎧 2. ჭეშმარიტად, ადამიანი წაგებულია! 🎧 3. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ! (ალ-ასრ: 1-3)
განმარტება:
1. ვფიცავ, 'ასრს ! ალლაჰმა დაიფიცა დროზე
2. ჭეშმარიტად, ადამიანი წაგებულია! ანუ: ყველა ადამიანი ზიანსა და დაღუპვაშია.
3. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, და ერთმანეთს ჭეშმარიტებასა და მოთმინებას ამცნობენ! გარდა მათგან, ვინც რწმენა შეიძინა და კეთილი საქმით დაკავდა, და ამასთან ერთად, ვინც სიმართლისკენ მოუწოდა და მოითმინა მასზე, ესენი არიან იმათ შორის, ვინც გადარჩება დაკარგვისგან.

პასუხი: სურა "ალ-ჰუმაზა" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ვაი, ყოველ ზურგს უკან მქირდავს, გამკილავს. 🎧 2. რომელმაც მოიხვეჭა ქონება და აგროვებს. 🎧 3. და ჰგონია, რომ სიმდიდრე მარადიულად აცოცხლებს. 🎧 4. არა, იგი ჩაგდებულ იქნება ჰუტამაში. 🎧 5. და რამ გაცნობოს შენ, რა არის ჰუტამა? 🎧 6. ცეცხლია ალლაჰისა, აალებული, 🎧 7. რომელიც გულს ედება. 🎧 8. ჭეშმარიტად, იგი მათზე იქნება თაღად გადადგმული, 🎧 9. ასვეტილ ბურჯებზე. (ალ-ჰუმაზა: 1-9)
განმარტება:
1. ვაი, ყოველ ზურგს უკან მქირდავს, გამკილავს. უბედურება და ძლიერი სასჯელი იმათთვის, ვინც ბევრს ჭორაობს ადამიანებზე და მათზე ცილისწამებით ლაპარაკობს.
2. რომელმაც მოიხვეჭა ქონება და აგროვებს. ვისი ზრუნვაა სიმდიდრის დაგროვება და მისი დათვლა, მას სხვა ზრუნვა არ აქვს.
3. და ჰგონია, რომ სიმდიდრე მარადიულად აცოცხლებს. ის ფიქრობს, რომ მისი დაგროვილი სიმდიდრე გადაარჩენს მას სიკვდილისგან, ამიტომ დარჩება უკვდავი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.
4. არა, იგი ჩაგდებულ იქნება ჰუტამაში. საქმე ისე არ იქნება, როგორც წარმოუდგენია ამ უმეცარს. ის იქნება ჩაგდებული ცეცხლში, რომელიც ყლაპავს ყველაფერს რასაც მიწვდება.
5. და რამ გაცნობოს შენ, რა არის ჰუტამა? და რა გაცნობებს შენ - ო, მოციქულო - რა არის ეს ცეცხლი, რომელიც ანგრევს ყველაფერს, რაც მასში ჩაგდებულია?!
6. ცეცხლია ალლაჰისა, აალებული, ეს არის ალლაჰის ალმოდებული ცეცხლი.
7. რომელიც გულს ედება. რომელიც აღწევს ადამიანების სხეულებიდან მათ გულებში.
8. ჭეშმარიტად, იგი მათზე იქნება თაღად გადადგმული, ის დახურულია მასში მყოფ ტანჯულებზე.
9. ასვეტილ ბურჯებზე. გრძელი გაწელილი სვეტებით, რათა ვერ გამოვიდნენ იქიდან.

პასუხი : სურა "ალ-ფიილ" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. განა არ დაინახე, როგორ მოექცა შენი ღმერთი სპილოს პატრონებს? 🎧 2. განა არ ჰქმნა მათი მკზავრობა ამაოდ? 🎧 3. და წარმოაგზავნა მათზე ჩიტები გუნდებად, 🎧 4. რომელთაც თავზე დააყარეს მათ ქვები გამომწვარი თიხისა. 🎧 5. და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს! (ალ-ფიილ: 1-5)
განმარტება:
1. განა არ დაინახე, როგორ მოექცა შენი ღმერთი სპილოს პატრონებს? განა არ იცი, ო, მოციქულო, როგორ მოექცა შენი ღმერთი აბრაჰას და მის თანამზრახველებს, სპილოს მფლობელებს, როცა მათ ქააბას დანგრევა სურდათ?!
2. განა არ ჰქმნა მათი მკზავრობა ამაოდ? ალლაჰმა ჩაშალა მათი ხრიკები ისე, რომ ვერ შეძლეს მათი ჩანაფიქრის შესრულება.
3. და წარმოაგზავნა მათზე ჩიტები გუნდებად, და მოავლინა მათზე ჩიტები, რომლებიც მათთან მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად.
4. რომელთაც თავზე დააყარეს მათ ქვები გამომწვარი თიხისა. ისინი ესროდნენ მათ გამაგრებული თიხის ქვებს.
5. და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს! და ალლაჰმა ისინი აქცია ისე, როგორც ნათესის ფოთლები, რომლებიც შეჭამეს და გათელეს ცხოველებმა.

პასუხი : სურა "ყურაიშ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. კავშირისათვის ყურაიშისა 🎧 2. მათი კავშირისათვის ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას, 🎧 3. დაე ეთაყვანონ ღმერთს ამ სახლისას(ქააბა). 🎧 4. რომელმაც დააპურა ისინი შიმშილისას, და დაიცვა შიშისას. (ყურაიშ: 1-4)
განმარტება:
1. კავშირისათვის ყურაიშისა ისინი შეიკრიბნენ, რომ ორგანიზება გაეკეთებინათ ზამთრის და ზაფხულის მგზავრობებისთვის.
2. მათი კავშირისათვის ზამთარ-ზაფხულ მოგზაურობისას, ზამთრის მოგზაურობა იემენში და ზაფხულის მოგზაურობა შამში უსაფრთხოდ.
3. დაე ეთაყვანონ ღმერთს ამ სახლისას(ქააბა). დაე, ეთაყვანონ მათ მხოლოდ ალლაჰს ამ სახლის ღმერთს (ქააბას) ერთადერთს, რომელმაც გაუადვილა მათთვის ეს ვაჭრობა და გადაადგილდებიან ყოველგვარი წინაღობის გარეშე.
4. რომელმაც დააპურა ისინი შიმშილისას, და დაიცვა შიშისას. მან, ვინც დააპურა ისინი შიმშილისგან და უზრუნველყო ისინი შიშისგან, იმის წყალობით, რომ არაბების გულებში ჩადო ჰარამის პატივისცემა და მისი მცხოვრებლების პატივისცემა.

პასუხი: სურა "ალ-მა'უნ" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. გინახია, ვინც ცრუდ რაცხავს განკითხვის დღეს? 🎧 2. იგია სწორედ, ვინც ხელს კრავს ობოლს. 🎧 3. და არ აპურებს ღატაკს. 🎧 4. და ვაი იმ მლოცველთ. 🎧 5. რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი. 🎧 6. რომელნიც აჩვენებენ(რიაა - თავის მოსაწონებლად) 🎧 7. და უარს ამბობს დახმარებაზე. (ალ-მა'უნ: 1-7)
განმარტება:
1. გინახია, ვინც ცრუდ რაცხავს განკითხვის დღეს? განა გიცნია ის, ვინც უარყოფს სასჯელსა და ჯილდოს განკითხვის დღეს?!
2. იგია სწორედ, ვინც ხელს კრავს ობოლს. ეს არის ის, ვინც უხეშად განდევნის ობოლს მისი საჭიროებიდან.
3. და არ აპურებს ღატაკს. და არც თავის თავს მოუწოდებს და არც სხვებს ღარიბის გამოკვებაზე.
4. და ვაი იმ მლოცველთ. მაშ, დაღუპვა და სასჯელი მლოცველთათვის.
5. რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი. ისინი, ვინც თავიანთი ლოცვების მიმართ გულგრილნი არიან, არ ზრუნავენ მათზე, სანამ მათი დრო არ გავა.
6. რომელნიც აჩვენებენ(რიაა - თავის მოსაწონებლად) ისინი, ვინც თავიანთი ლოცვებითა და საქმეებით თვალთმაქცობენ, არ ასრულებენ საქმეს გულწრფელად ალლაჰისთვის.
7. და უარს ამბობს დახმარებაზე. და არ ეხმარებიან მათ, ვინც საჭიროებს ამას და არ ცდილობენ დაეხმარონ.

პასუხი: სურა "ალ-ქავსარ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში). 🎧 2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი). 🎧 3. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის გარდაშენებული. (ალ-ქავსარ: 1-3)
განმარტება:
1. ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში). ჩვენ მოგანიჭეთ შენ, ო მოციქულო, უამრავი სიკეთე, და მათ შორის არის ქავსარის მდინარე სამოთხეში.
2. ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი). და მადლიერი იყავი ალლაჰის ამ მოწყალებისთვის, ეთაყვანე მას ერთადერთს და შესწირე შესაწირი. იმის საპირისპიროდ, რასაც აკეთებენ ურწმუნოები და იმისთვის, რომ ამით დაუახლოვდე შენს ღმერთს.
3. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის გარდაშენებული. ჭეშმარიტად, შენი მოძულე არის ყველა სიკეთისგან მოწყვეტილი, დავიწყებული, რომელიც თუ იხსენიება, იხსენიება ცუდად.

პასუხი: სურა "ალ-ქააფირუუნ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! 🎧 2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით! 🎧 3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე. 🎧 4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით, 🎧 5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები! 🎧 6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე! (ალ-ქააფირუუნ: 1-6)
განმარტება:
1. უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! თქვი - ო, მოციქულო -: ო, თქვენ, ვინც უარყოფთ ალლაჰს.
2. არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით! ახლა და მომავალში არ ვეთაყვანები იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით კერპებიდან.
3. და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე. და არც თქვენ თაყვანს სცემთ იმას, რასაც მე ვთაყვანობ, ანუ მხოლოდ ალლაჰს.
4. და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით, და არც მე ვეთაყვანები იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით კერპებიდან.
5. და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები! და არც თქვენ თაყვანს სცემთ იმას, რასაც მე ვეთაყვანები, ანუ მხოლოდ ალლაჰს.
6. თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე! თქვენ გაქვთ თქვენი რელიგია, რომელიც თქვენ გამოიგონეთ საკუთარ თავებისთვის, ხოლო მე მაქვს ჩემი რელიგია, რომელიც ალლაჰმა გამომიცხადა მე.

პასუხი: სურა "ან-ნასრ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. როცა მოაწევს ღმერთის შეწევნა და გამარჯვება, 🎧 2. და დაინახავ ადამიანებს, ალლაჰის რელიგიაში შემავალთ გუნდებად. 🎧 3. და განადიდე შენი ღმერთი და სთხოვე შენდობა! და, ჭეშმარიტად, იგია ყოვლისმიმტევებელი. (ან-ნასრ: 1-3)
განმარტება:
1. როცა მოაწევს ღმერთის შეწევნა და გამარჯვება, როდესაც მოვა ალლაჰის დახმარება შენი რელიგიისთვის, ო მოციქულო, და მისი გაძლიერება მას, და მოხდება მექას დაპყრობა.
2. და დაინახავ ადამიანებს, ალლაჰის რელიგიაში შემავალთ გუნდებად. და დაინახავ, რომ ადამიანები შედიან ისლამში დელეგაცია დელეგაციის შემდეგ.
3. და განადიდე შენი ღმერთი და სთხოვე შენდობა! და, ჭეშმარიტად, იგია ყოვლისმიმტევებელი. მაშ, იცოდე, რომ ეს არის ნიშანი იმ მისიასთან ახლოს დასრულებაზე, რისთვისაც გაგზავნილი ხარ, და შენი სიცოცხლის ვადის და შენი ღმერთთან შეხვედრის სიახლოვეზე. ამიტომ ადიდე შენი უფლის დიდება და მადლობა გადაუხადე მას გამარჯვებისა და მექქას აღების წყალობისთვის, და სთხოვე მას მიტევება; ჭეშმარიტად, ის არის მომტევებელი, იღებს თავისი მსახურების მონანიებას და მიუტევებს მათ.

პასუხი: სურა "ალ-მასად" და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც! 🎧 2. მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა... 🎧 3. დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში! 🎧 4. და მისი ცოლი შეშის მზიდავი... 🎧 5. კისერზე საბელჩამოკიდებული! (ალ-მასად: 1-5)
განმარტება:
1. დაე, გაუხმეს ებუ ლეჰებს ხელები; და გაუხმა კიდეც! დარჩებიან არაფრით შუამავლის ბიძის აბუ ლაჰაბის ხელები. მისი საქმეებიც ფუჭი იქნება. ის ყველნაირად ცდილობდა შუამავლის განადგურებას, მაგრამ მისი საქმეები ფუჭი აღმოჩნდა.
2. მას ვერც სიმდიდრემ და ვერც მონაპოვარმა უშველა... რა არგო მას მისი სიმდიდრემ და შვილებმა? მათ ვერ აარიდეს მას სასჯელი და ვერ მოუტანეს მას წყალობა.
3. დაე, შენთებულ იქმნეს ალმოდებულ ცეცხლში! ის შევა განკითხვის დღეს ალმოდებულ ცეცხლში, დაიტანჯება მისი სიცხით.
4. და მისი ცოლი შეშის მზიდავი... მისი ცოლი უმ ჯამილა, რომელიც ასევე ხელს უშლიდა შუამავალს და მის გზაზე ეკლებს უყრიდა, შევა ჯოჯოხეთში და შეშას მოუნთობს თავის ქმრის დასაწვავ ცეცხლს.
5. კისერზე საბელჩამოკიდებული! მის კისერზეა მჭიდროდ დაგრეხილი თოკი, რომლითაც მიჰყავთ იგი ცეცხლში.

პასუხი: სურა "ალ-იხლას" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: იგია, ალლაჰი ერთადერთი! 🎧 2. ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“) 🎧 3. არ შობილა და არც უშვია 🎧 4. და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! (ალ-იხლას: 1-4)
განმარტება:
"თქვი იგია, ალლაჰი ერთადერთი თქვი - ო, მოციქულო -: ის არის ალლაჰი, არ არსებობს სხვა ღმერთი მის გარდა.
2. ალლაჰი „სამედია(თვითკმარი“) ანუ: მასთან აღიმართება ქმნილებების საჭიროებები.
3. არ შობილა და არც უშვია მას არ ჰყავს შვილი — წმინდაა იგი — და არც მშობელი.
4. და არც არავინ ყოფილა მისი ბადალი! და არ არსებობს მისი მსგავსი მის შექმნილებში.

პასუხი: სურა "ალ-ფალაყ" და მისი თაფსირი:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: მივეკედლები აისის უფალს 🎧 2. სიავისაგან იმისა, რაც მან შექმნა. 🎧 3. სიავისაგან წყვდიადისა, როცა იგი ფარავს, 🎧 4. სიავისაგან კვანძებზე მბერავ(ჯადოქარ)თა. 🎧 5. და სიავისაგან მოშურნისა, როცა იგი შურიანობს. (ალ-ფალაყ: 1-5)
განმარტება:
1. თქვი: მივეკედლები აისის უფალს თქვი - ო, მოციქულო -: მე შევაფარე თავი განთიადის უფალს და ვთხოვ მას შეწევნას.
2. სიავისაგან იმისა, რაც მან შექმნა. იმ ბოროტებისგან, რაც ქმნილებებიდან გვაზიანებს.
3. სიავისაგან წყვდიადისა, როცა იგი ფარავს, და ვეძებ ალლაჰში თავშესაფარს იმ ბოროტებებისგან, რომლებიც ღამით ჩნდებიან ცხოველებისა და ქურდებისგან.
4. სიავისაგან კვანძებზე მბერავ(ჯადოქარ)თა. და ვეძებ მასში თავშესაფარს ჯადოქრების ბოროტებისგან, რომლებიც უბერავენ კვანძებზე.
5. და სიავისაგან მოშურნისა, როცა იგი შურიანობს. და შურიანი ადამიანის ბოროტებისგან, რომელსაც სძულს ადამიანები, როდესაც შურს მათ ის წყალობები, რაც ალლაჰმა უბოძა მათ, სურს მათი მოცილება მათგან და მათთვის ზიანის მიყენება.

პასუხი: სურა ან-ნას და მისი განმარტება:
🎧 სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, მწყალობლისა.
🎧 1. თქვი: მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, 🎧 2. უფალს ადამიანთა, 🎧 3. ღვთაებას ადამიანთა. 🎧 4. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, 🎧 5. რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, 6. (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან. (ან-ნას: 1-6)
განმარტება:
1. თქვი: მივეკედლები ღმერთს ადამიანთა, მე შევაფარე თავი განთიადის უფალს და ვთხოვ მას შეწევნას.
2. უფალს ადამიანთა, ის მართავს მათ როგორც სურთ, რამეთუ არ არის მეუფე მის გარდა.
3. ღვთაებას ადამიანთა. ის არის მათი ჭეშმარიტი თაყვანისცემის ობიექტი; არ არსებობს მათთვის სხვა ღმერთი, რომელიც ღირსია თაყვანისცემის მის გარდა.
4. სიავისგან დაფარული მაცდუნებლისა, ეშმაკის ბოროტებისგან, რომელიც თავის ეჭვებს უგზავნის ადამიანებს.
5. რომელიც ცდუნებას თესავს კაცთა გულებში, ის თავის ეჭვებს აგდებს ადამიანების გულებში.
6. (ეშმაკი გინდ იყოს) ჯინთაგან და კაცთაგან. ანუ: ეჭვების გამომწვევი შეიძლება იყოს ადამიანებიდან და შეიძლება იყოს ჯინებიდან.
******