თავი: სხვადასხვა
1 - სავალდებულო: ეს არის ისეთი საქმე, რომელიც სავალდებულოა, მაგ: ხუთჯერადი ლოცვა, რამადანში მარხვა, მშობლების სიყვარული და ა.შ.
- სავალდებულოს შესრულებაში მადლი ეწერება, ხოლო არ შესრულებისას - ცოდვა და დაისჯება.
2 - სასურველი: ის არ არის სავალდებულო, მაგალითად სუნნა ლოცვები, ღამის ლოცვები, მუსლიმების გამოკვება, ამ კატეგორიას ჰქვია სუუნა და მანდუუბი.
სასურველის შესრულებისას ეწერება მადლი და მიტოვებისას არ აქვს სასჯელი და ცოდვა.
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
მუსლიმი, როცა გაიგებს რომ ესა თუ იქ ქმედება არის სუნნა უნდა ჩქარობდეს მის შესრულებას და შუამავალზე გაყოლას
3 - აკრძალული : მაგალითად ღვინოს დალევა, მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტა და ა.შ.
- აკრძალულის შესრულებისას ეწერება ცოდვა და სასჯელი.
4 - არასასურველი: მისი მიტოვება სავალდებულო არ არის, მაგრამ სასურველია არ შეასრულო, მაგ: მარცხენა ხელით რაიმის გაკეთება, სამოსის შესწორება ლოცვის დროს და ა.შ.
- არასასურველის მიტოვებისას იქნება მადლი, მაგრამ მისი შესრულებისას არ იქნება სასჯელი.
5 - ნებადართული: ეს ისეთი ქმედება არის, რომელიც თუ გინდა შეასრულე და არ გინდა არ შეასრულო. მაგ: ვაშლის ჭამა, ან ჩაის დალევა, ამას ჰქვია ჯააიზ და ჰალაალ.
ნებადართულის არც შესრულებისას და არც არ შესრულებისას არ იწერება არც მადლი და არც ცოდვა.
1 - თაღლითობა, მაგ: საქონლის ნაკლის დამალვა.
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავლმა გაიარა ბაზრობაზე და დაინახა გამყიდველი ხორბალს ყიდდა, როდესაც მან ჩაყო ხელი შიგნით შეამჩნია სისველე და უთხრა: " რა არის ეს ო ხორბლის გამყიდველო?" თქვა : ის ცამ გააფუჭა ო შუამავალო! შუამავალმა თქვა: "რატომ არ დადე ის ზემოდან, რომ დაენახა ხალხს? ჭეშმარიტად მატყუარა ჩვენგან არ არის". გადმოსცა მუსლიმმა.
2 - მევახშეობა: ეს არის პროცენტის აღება. მაგ. კაცი რომ ასესხებს სხვას 100 დინარს და აიღებს 200 დინარს.
დამატება არის აკრძალული მევახშეობა. თქვა ალლაჰმა: "ნებედართული გახადა ალლაჰმა ვაჭრობა და აკრძალა მევახშეობა". (ალ-ბაყარა: 275)
3 - ისეთი ვაჭრობა, რომელიც არ არის გარკვეული, მაგალითად, ისეთი რძის გაყიდვა, რომელიც ჯერ არ არის მოწველილი, ან თევზის გაყიდვა, რომელიც ჯერ არ დაუჭერია და ა.შ.
ჰადისში გადმოცემულია: "შუამავალმა აკრძალა საეჭვო ვაჭრობა". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1 - ისლამის წყალობა. და რომ შენ არ ხარ ურწმუნოებიდან.
2 - სუნნეთის წყალობა. და რომ შენ არ ხარ აჰლუ ბიდ'ას ხალხიდან.(სიახლეების მიმდევრების)
3. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წყალობა, როგორიცაა სმენა, ხედვა, სიარული და სხვა.
4 - საჭმლის, სასმელისა და ტანსაცმლის წყალობა.
5 - ალლაჰის წყალობა ჩვენზე უამრავია და მათ სრულად ჩამოთვლას ვერ შევძლებთ.
თქვა ალლაჰმა: "და თუ დაითვლით ალლაჰის წყალობას, ვერ აღრიცხავთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!" (ან-ნაჰლ: 18)
პასუხი: ფიტრის დღესასწაული და მსხვერპლშეწირვის დღესასწაული. როგორც მოვიდა ჰადისში ანასისგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომელმაც თქვა: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩამოვიდა მედინაში და ამ დროს იყოს ის ორი დღე, რომელშიც თამაშობდნენ ჯაჰილიის დროს, შუამავალმა ჰკითხა: "რა დღეებისა ესენი?" თქვეს: ჩვენ ვთამაშობდით მასში ისლამამდე. შუამავალმა თქვა: "ალლაჰმა შეგიცვალათ ის უკეთესით, და ესენია: მსხერპლშეწირვისა და ფიტრის დღესასწაული". გადმოსცა აბუ დაუდმა.
და ვინც აღნიშნავს სხვა რამეს ამ ორის გარდა ის აკეთებს სიახლეს.
1 - სული, რომელიც უბიძგებს ცოდვებისკენ და აიძულებს ადამიანს აუყვეს მის ვნებებს. დიდებულმა ალლაჰმა თქვა: "უეჭველად, სული, სიავისკენაა მიდრეკილი იმის გარდა,
ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი". (იუსუფ: 53)
2 - შაიტანი: ის არის ადამის შვილების მტერი და მისი მიზანი არის, რომ ადამიანს აუბნიოს გზა და შეიყვანოს ჯოჯოხეთში. თქვა უზენაესმა: "ნუ გაჰყვებით ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი". (ალ-ბაყარა: 168)
3 - ცუდი მეგობრები: რომლებსაც მიჰყავთ ადამიანი ცუდისკენ და აშორებს სიკეთეს. თქვა დიდებულმა ალლაჰმა: "გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთმანეთის მტრები იქნებიან, გარდა ღვთისმოშიშთა". (ზუხრუფ: 67)
პასუხი: 1 - ცოდვის კეთების შეწყვეტა.
2 - მოინანიოს ის, რაც ჩაიდინა.
3 - მტკიცედ იყოს იმაზე, რომ მეორედ არ დაუბრუნდება იმ ცოდვას.
4 - უფლებების დაბრუნება იმაზე, ვისაც ზიანი მიაყენა.
თქვა ალლაჰმა: "ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის. ხოლო ვინ მიუტევებს ალლაჰის გარდა? და არ გაიმეორებენ(დაჟინებით) იმას, რაც ჩაიდინეს მაშინ როცა მათ იციან". (აალ-იმრან: 135)
პასუხი: სიტყვების, ქმედებებისა და რწმენების სისწორე, რაც იწვევს ბედნიერებას ამქვეყნად და აახირეთშიც.
მუ'ავია იბნ აბი სუფიანი (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოვცა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისთვისაც ალლაჰს სურს სიკეთე აძლევს მას რელიგიის გაგებას". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
იგულისხმება, რომ ხვდება შარიათულ ნორმებსა და წესებს.
პასუხი: - უნდა ფარავდეს მთელ სხეულს.
- არ უნდა იყოს შემკული.
- არ უნდა ლანდავდეს.
- უნდა იყოს განიერი და არა ვიწრო.
- არ უნდა ასდიოდეს სუნამოს ან სხვა რამის სუნი.
- არ უნდა ჰგავდეს კაცის ტანსაცმელს.
- არ უნდა ჰგავდეს ურწმუნოების სამოსს.
თქვა ალლაჰმა: "ჰეი შუამავალო, უთხარი შენს ცოლებს, ქალიშვილებსა და მორწმუნეთა ცოლებს, შემოიხვიონ თავიანთი საბურველები. ეს უფრო უკეთესია, რომ შეცნობილ იქნან. და შეურაცხყოფილნი არ იქნებიან. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია". (ალ-აჰზაბ: 59)
აიათის მნიშვნელობა: ო შუამავალო უთხარი შენს ცოლებს, შენს ქალიშვილებს და მორწმუნე ქალებს, რომ დაიფარონ თავიანთი სხეული, თავი და სახე ტანსაცმლით ან რაიმე საფარველით. ეს უფრო ახლოს არის, რომ ისინი იქნებიან შეცნობილნი და დაცულნი ყოველი ცუდისგან და შეურაცხყოფისგან, ალლაჰი მპატიებელია და გაპატიათ თქვენ ის, რაც წინათ იყო და გაიღო თქვენზე წყალობა იმით, რომ განგიმარტათ რა არის ნებადართული და რა არის აკრძალული.
პასუხი: ვედრება (დუა) არის ერთ - ერთი უდიდესი თაყვანისცემა და ალლაჰთან დაახლოების გზა.
თქვა ალლაჰმა: "და თქვა შენმა ღმერთმა: მომიხმეთ და გიპასუხებთ! იმათ, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, დამცირებულნი შევლენ ჯოჯოხეთში". (ღააფირ: 60)
თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვედრება არის თაყვანისცემა". გადმოსცა აბუ დაუდმა, თირმიზიმ და იბნ მააჯამ.