თავი: ჰადისები

პასუხი: მორწმუნეების მმართველი აბუ ჰაფს უმარ იბნ ალ-ხატტაბმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: "ჭეშმარიტად საქმეები ფასდება მათი განზრახვით, და ყველა იმას მიიღებს, რაც განიზრახა. ვისი ჰიჯრეთი(გადასახლება) იყო ალლაჰისა და მისი შუამავლისთვის, მაშინ მისი ჰიჯრეთი იქნება ალლაჰისთვის და მისი შუამავლისთვის, ხოლო ვისი ჰიჯრეთიც იყო ამქვეყნიურისთვის ან ქალისთვის, მაშინ მისი ჰიჯრეთი იქნება იმისთვის, რისთვისაც გადასახლდა". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ყველა საქმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განზრახვა(ნიეთი): ლოცვას, მარხვას, ჰაჯობას და სხვა საქმეებს.
2 - აუცილებელია, რომ განზრახვა იყოს გულწრფელად ალლაჰის გულისთვის.

პასუხი: მორწმუნეების დედისგან აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი)გადმოცემულია, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც შეიტანს ჩვენს ამ საქმეში რაიმე სიახლეს, რაზეც არ იყო ჩვენი ბრძანება - ის იქნება უარყოფილი". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - რელიგიაში სიახლის შეტანის აკრძალვა.
2 - სიახლით შემოტანილი საქმეები უარყოფილია და არ არის მიღებული.

პასუხი: უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა: "როდესაც ჩვენ ვიჯექით შუამავალთან ერთად (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას), ჩვენთან გამოჩნდა კაცი თეთრი სამოსით, შავი თმებით, რომელსაც არავინ ჩვენგან არ იცნობდა. ის დაჯდა შუამავალთან, თავისი მუხლები მის მუხლებთან დააწყო, ხელები დააწყო გვერდებზე და უთხრა მას: "ო მუჰამმად მომიყევი ისლამზე". მან უთხრა: "ისლამი არის: რომ დაამოწმო არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი შუამავალია, შეასრულო ლოცვა, გასცე ზაქათი, იმარხო რამადანი და შეასრულო ჰაჯობა თუ შეგიძლია". მან თქვა: "მართალი ხარ". ჩვენ გაგვიკვირდა ძალიან და შემდეგ მან ჰკითხა: "მომიყევი რწმენაზე". თქვა: "რწმენა არის, რომ ირწმუნო ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების, მისი შუამავლების, ბოლო დღის და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით". მან თქვა: "მართალი ხარ". შემდეგ ჰკითხა: "მომიყევი გულწრფელობაზე". უთხრა: "ეთაყვანე ალლაჰს ისე, თითქოსდა ხედავ მას, როცა შენ მას ვერ ხედავ, ჭეშმარიტად ის გხედავს შენ". შემდეგ უთხრა: "მომიყევი ბოლო საათზე". თქვა: "მკითხველმა არ იცის იმაზე მეტი, რაც იმან ვისაც ჰკითხა". თქვა: "მომიყევი მის ნიშნებზე". მან თქვა: "მონა შობს თავის ბატონს და შენ დაინახავ ფეხშიშვლებს და ტიტვლებს, მწყემსებს, რომლებიც ერთმანეთს მაღალი შენობების აშენებაში ეჯიბრებიან". შემდეგ ეს კაცი წავიდა. და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) თქვა: "ო უმარ! იცი ვინ იყო ის, ვინც მეკითხებოდა?" . მე ვუთხარი: "ალლაჰმა და მისმა შუამავალმა იცის". თქვა: "ის იყო ჯიბრილი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ გასწავლოთ თქვენი რელიგია". გადმოსცა მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ჰადისში მოხსენიებულია ისლამის ხუთი საფუძველი; ესენია:
დამოწმება, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და მუჰამმადი მისი შუამავალია.
ლოცვის შესრულება.
ზაქათის გადახდა.
მარხვა რამადანში.
ჰაჯობა ჰარამის მეჩეთში.
2 - ჰადისში მოხსენიებულია რწმენის საფუძვლები. ესენია ექვსი:
რწმენა ალლაჰის.
მისი ანგელოზების.
მისი წიგნების.
მისი შუამავლების.
განკითხვის დღის.
და ბედისწერის მისი კარგით და ცუდით.
3 - ჰადისში მოხსენიებულია გულწრფელობის ფუძე. ის არის ერთი საფუძველი, რომელიც მოიცას ალლაჰზე თაყვანისცემას ისე თითქოს ვხედავდეთ მას, როცა ვერ ვხედავთ და ის გხედავს ჩვენ.
4 - განკითხვის დღის დადგომის დროზე, რომელიც არავინ არ იცის მასზე, გარდა ალლაჰისა.

პასუხი: აბუ ჰურაირა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას) თქვა: "ყველაზე სრულყოფილი რწმენის არის ის, ვისაც საუკეთესო ზნეობა აქვს". გადმოსვა თირმიზიმ და თქვა: "ჰადისი არის ჰასან, საჰიჰ".
სარგებელი ჰადისიდან:

1- საუკეთესო ზნეობისკენ მოწოდება.
2 - ზნეობის სრულყოფილება - რწმენის სრულყოფილების ნიშანია.
3 - რწმენა იზრდება და მცირდება.

პასუხი: იბნ უმარი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ჩავარდა ქუფრში ან შირქში". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

- არ შეიძლება რაიმეზე ან ვინმეზე დაფიცება ალლაჰის გარდა.
- ალლაჰის გარდა სხვაზე დაფიცება არის პატარა შირქი.

პასუხი: ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მამაზე, შვილზე და ყველა ადამიანზე მეტად". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

- შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიყვარული სავალდებულია ყველა ადამიანზე მეტად.
- ეს არის რწმენის სრულყოფილების ნაწილი.

პასუხი: ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს თავისი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - მორწმუნეებზე ვალდებულება არის, რომ თავისი ძმისთვის სურდეს სიკეთე ისევე, როგორც საკუთარი თავისთვის.
2 - ეს არის რწმენის სრულყოფილების ნაწილი.

პასუხი: აბუ საიდ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილლი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც არის ჩემის სული, ის არის ყურანის მესამედი". გადმოსცა ბუხარიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - სურა ალ-იხლასის სარგებლობა.
2 - და რომ ის ტოლია ყურანის მესამედის(თავისი მადლით).

პასუხი: აბუ მუსა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა - არის განძი სამოთხის განძთაგან". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ამ სიტყვების მადლი და სარგებლობა ის არის, რომ ის სამოთხის განძთაგანია.
2 - ალლაჰის მონას სჯერა, რომ არავის არ აქვს ძალა და შეძლება, რომ რამე შეცვალოს, გარდა ალლაჰისა.

პასუხი: ნუ'მან იბნ ბაშირ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: გავიგონე, რომ შუამავალმა თქვა: " ჭეშმარიტად, სხეულში არის პატარა ორგანო, თუ ის ჯანმრთელი იქნება მთელი სხეული ჯანმრთელი იქნება, ხოლო თუ ის გაფუჭდება მთელი სხეული გაფუჭდება, და ეს არის გული". გადმოსცა მუხარიმ და მუსლიმმა.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - გულის სიჯანმრთელე გამოიხატება გარეგანადაც და შინაგანადაც.
2 - გულის ჯანმრთელობით ჩანს ადამიანის ჯანმრთელობა(სხეულითაც და სულითაც).

პასუხი: მუ'აზ იბნ ჯაბალ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვისი ბოლო სიტყვაც იყო : ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ: შევიდა სამოთხეში". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - "ლაა ილააჰა ილლა ლააჰ" სიტყვების მადლი, რომლითაც მონა შედის სამოთხეში.
2 - და ვისი ბოლო სიტყვაც არის "ლაა ილააჰა ილლა ლაჰ", რა სარგებელს მოიტანს.

პასუხი: აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "მორწმუნე არ არის შეურაცხმყოფელი, არც მაწყევარი, არც უხამსობის ჩამდენი და არც უზრდელი". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ნებისმიერი შეურაცხმყოფელი სიტყვების აკრძალვა.
2 - და რომ ეს არის მორწმუნის სახე მისი ენით.

პასუხი: აბუ ჰურაურა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "ვინც საუკეთესოდ მიყვება თავის რელიგიას, მიატოვოს ის, რაც მას არ ეხება". გადმოსცა თირმიზიმ.
სარგებელი ჰადისიდან:

1 - ადამიანმა უნდა მიატოვოს ყველაფერი ამქვეყნის და რელიგიის საქმე, რაც მას არ ეხება.
2 - სხვისი საქმის მიტოვება ისლამის სრულყოფილების ნიშანია.

პასუხი: აბდულლაჰ ბნუ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: "ვინც წაიკითხავს ალლაჰის წიგნიდან ერთ ასოს, მას დაეწერება ერთი მადლი, რომელიც უდრის ათ მადლს. მე არ ვამბობ, რომ ალიფ ლაამ მიმ ერთი ასოა, არამედ ალიფი ერთი ასოა, ლამ ერთი ასოა და მიმ ერთი ასოა." გადმოსცა თირმიზიმ.
ზოგიერთი სარგებელი ჰადისიდან:

1 - ყურანის კითხვის მადლი.
2 - რომ ყოველი ასოზე გეწერება მადლი.
******