თავი: ისლამური ადაბი (ეტიკეტი)
პასუხი: 1 - დიდებული და ყოვალადქებული ალლაჰის განდიდება. თქვა ალლაჰმა: "ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად, არადა მთელი დედამიწა მის ხელში აღმოჩნდება აღდგომის დღეს, ხოლო ზეცა ჩაიხვევა მის მკლავქვეშ! ქება-დიდება მას და დიდებულია იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ!" (აზ-ზუმარ: 67)
2 - მას ერთზე თაყვანისცემა თანაზიარის დადგენის გარეშე. თქვა ალლაჰმა: "მათ არ ბრძანებიათ არაფერი იმის გარდა, რომ ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ გულწრფელად, როგორც ჰანიფებს". (ალ-ბაინია: 5)
3 - მასზე მორჩილება. თქვა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ დაემორჩილეთ ალლაჰს". (მუჰამმად: 33)
4 - მასზე ურჩობის მიტოვება. თქვა ალლაჰმა: "ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, და გადავა მის საზღვრებს, შეიყვანს ცეცხლში, იქნება იქ მარადიულად და სწორედ მას - სასჯელი დამამცირებელი!" (ან-ნისა: 14)
5 - მადლიერების გამოხატვა მის მიერ ბოძებულ წყალობასა და ურიცხვ სიკეთეებზე. თქვა ალლაჰმა: "მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მას ეთაყვანებით". (ან-ნაჰლ: 114)
6 - მოთინება მის ბედისწერაზე. თქვა ალლაჰმა: "მოითმინეთ, ჭეშმარიტად ალლაჰი მომთმენთანაა". (ალ-ანფალ: 46)
პასუხი: 1 - მასზე მიყოლა და მისგან მაგალითის აღება. თქვა ალლაჰმა: "ვფიცავ, კარგი მაგალითი იყო თქვენთვის ალლაჰის შუამავალში, იმათთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!" (ალ-აჰზაბ: 21)
2 - მასზე მორჩილება.
3 - მასზე ურჩობის მიტოვება. თქვა ალლაჰმა: "ვინც ემორჩილება შუამავალს, ჭეშმარიტად, ის ალლაჰის მორჩილია. და ვინც შეგაქციოს სახე, არ წარგვიგზანიხარ მათ დამცველად". (ან-ნისა: 80)
4 - დაჯერება იმისა, რაც მან გვამცნო. თქვა ალლაჰმა: "და არ მეტყველებს იგი თავისი ნებით. რამეთუ ეს მხოლოდ შთაგონებაა, რაც ზეშთაეგონა". (ან-ნაჯმ: 3-4)
5 - მის სუნაზე რაიმე სიახლის არ დამატება. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ვინც შეიტანა ჩვენს საქმეში რაიმე სიახლე, რაც მასში არ იყო - ის იქნება უარყოფილი". შეთანხმებული.
6 - შეიყვაროს ის საკუთარ თავზე და ყველა ადამიანზე მეტად. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ შემიყვარებს მე თავის მშობლებზე, თავის შვილებზე და ყველა ადამიანზე მეტად". შეთანხმული.
7 - მისი განდიდება, მასზე დახმარება და მის სუნნაზე დახმარება. თქვა ალლაჰმა: "რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. პატივი დასდოთ მას(ალლაჰს), და ადიდოთ იგი დილით და საღამოს". (ალ - ფათჰ: 9)
პასუხი: 1 - მშობლებზე მორჩილება იმაში, რაც ალლაჰმა არ აკრძალა.
2 - მშობლებზე მომსახურება.
3 - მშობლებზე დახმარება.
4 - მშობლების პრობლემების მოგვარება.
5 - მშობლებისთვის ალლაჰზე ვედრება.
6 - მასთან საუბარში პატივისცემის გამოხატვა, და არ უნდა თქვათ სიტყვა "უფფ".
7 - გაიღიმო მათთან და არ შეხედო მოღუშულმა.
8 - არ აამაღლა ხმა მშობლების ხმაზე მაღლა, დაიმდაბლე თავი მათ წინაშე, არ შეაწყვეტინო საუბარი, არ დაუძახო მათ სახელებით, და მიმართე : "მამაჩემო, დედაჩემო".
9 - მათ ოთახში შესვლილას ნებართვა სთხოვე.
10 - აკოცე მშობლებს ხელზე და თავზე.
თქვა ალლაჰმა: "და დაგიდგინა შენმა ღმერთმა, რომ არ ეთაყვანოთ არავის მის გარდა, და კეთილად მოექცეთ მშობლებს. თუკი ორივე ან ერთ-ერთი მიაღწევს სიბერეს, არ უთხრა მათ: უფფ! - არ უყვირო მათ და უთხარი კეთილი სიტყვა". "მათდამი სიკეთით დახარე მოწყალების ფრთები და თქვი: ღმერთო ჩემო, წყალობა უყავ მათ ისევე, როგორც მე აღმზარდეს პატარა". (ალ-ისრა: 23-24)
ჰადისში გადმოცემულია, რომ მოვიდა კაცი შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდბა იყოს მასზე) და სთხოვა ჯიჰადზე წასვლის ნებართვა, და შუამავალმა უთხრა: "მშობლები გყავს?" , მან უპასუხა: კი. თქვა: "მაშინ, მათში არის შენი ჯიჰადი". გადმოსცა თირმიზიმ.
პასუხი: 1- ახლობლების მონახულება, როგორებიც არიან: ძმა, და, ბიძა, მამიდა, დეიდა და სხვა ნათესავები.
2 - საუკეთესო ურთიერთობის გამოჩენა მათთან სიტყვით, საქმითა და დახმარებით.
3 - მათ შორის: მათთან დარეკვა და მათი მდგომარეობის მოკითხვა.
თქვა ალლაჰმა: "თუ თქვენ ზურგს აქცევთ (უარყოფთ რწმენას), დათესავთ ქვეყნად უკეთურობას და გაწყვეტთ ნათესაურ კავშირებს". (მუჰამმად: 22)
ასევე ჰადისში ნათქვამია: "არ შევა სამოთხეში ნათესაური კავშირის გამწყვეტი". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1- უნდა გიყვარდეს და მეგობრობდე კარგ ხალხთან.
2 - მიატოვო და გაერიდო ცუდ მეგობრებს. ჰადისში გადმოცემულია: "აიყვანე მეგობრად მხოლოდ მორწმუნე და აჭამე საჭმელი მხოლოდ ღვთისმოშიშს". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
3 - მიესალმე შენს ძმებს და ჩამოართვი მათ ხელი. გადმოცემულია ჰადისში: "როდესაც ორი მუსლიმი შეხვდება ერთმანეთს და ჩამოართვენ ხელს, ეპატიებათ მან ცოდვენი მანამ, სანამ დაშორდებიან". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
4 - მოინახულე ისინი, როცა ავად არიან და შესთხოვე მათთვის პატიება.
5 - დალოცე დაცემინებისას.
6 - უპასუხე მათ მოწვევას, როცა მოგიწვევენ სტუმრად. ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმის უფლება მუსლიმზე არის ხუთი: სალამის დაბრუნება, ჯანაზაზე მისვლა, მოწვევაზე მისვლა, დაცემინებისას დალოცვა". შეთანხმებული.
7 - მისცე მათ კეთილი რჩევა. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც მიუთითა თავის ძმას რაიმეზე, როცა იცოდა რომ სიკეთე სხვა რამეშია, მხოლოდ ავნო მას". გადმოსცა აბუ დაუდმა.
8 - დაეხმარე მას, თუ უსამართლოდ მოექცევიან და გააფრთხილე და აუკრძალე, თუ თვითონ მოიქცევა უსამართლოდ. თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი." კაცმა ჰკითხა: ო შუამავალი, თუ დაიჩაგრება დავიცავთ, მაგრამ თუ მჩაგვრელია, როგორ დავეხმაროთ მას? თქვა: "აკრძალეთ და მოარიდეთ ის, რომ იყოს მჩაგვრელი, და ეს იქნება მისთვის დახმარება". გადმოსცა ბუხარიმ.
9 - ისურვე შენი მუსლიმი ძმისთვის ის, რაც გსურს შენი თავისთვის. ჰადისში ანასისგან გადმოცემულია, რომ შუამავალმა თქვა: "არ ირწმუნებს თქვენგან არავინ მანამ, სანამ არ ისურვებს საკუთარი ძმისთვის იმას, რაც სურს საკუთარი თავისთვის". შეთანხმებული.
10 - დაეხმარე, თუ ის საჭიროებს შენს დახმარებას. ჰადისში გადმოცემულია: "ალლაჰი ეხმარება მის მონას იქამდე, სანამ ის ეხმარება თავის ძმას". გადმოსცა მუსლიმმა.
11 - არ მიაყენო მას ზიანი, არც სიტყვით და არც საქმით. ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმი ის არის, რომლის ენისგან და ხელისგან დაცული არიან სხვა მუსლიმები". შეთანხმებული.
12 - შეინახე მისი საიდუმლო. ჰადისში გადმოცემულია: "როცა კაცი მოყვება რაიმეს და გაბრუნდება - ის არის მისი ამანათი".(მისი მონაყოლი) გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
13 - არ დაწყევლო ის, არ გალანძღო, არ შეგშურდეს მისი, არ გქონდეს მისადმი სიძულვილი, არ ილაპარკო მის ზურგს უკან და არ მოატყუო ის.
ჰადისში გადმოცემულია: "მუსლიმი მუსლიმის ძმაა, მას არ სძულს ის, არ აყენებს მას ზიანს. კაცისთვის საკმარისა სიავედ, რომ საკუთარი ძმა სძულდეს". ბუხარი და მუსლიმი.
პასუხი: 1 - მეზობლებთან კეთილად მოქცევა საქმით და სიტყვით, მასზე დახმარება, თუ ამას საჭიროებს.
2 - მილოცვა, თუ დაქორწილდება ან შვილი შეეძინება და ა.შ.
3 - თუ ავად არის მოინახულე და ნუგეში მიეცი.
4 - გაუმასპინძლდი მას საჭმლით, რითაც შეძლებ.
5 - არ ავნო მას არც ენით არც საქმით.
6 - არ მიაყენო მას შეურაცხყოფა მაღალი ხმით და მოთმინება გამოიჩინე.
თქვა ალლაჰმა: "თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი". (ან-ნისა: 36)
თქვა შუამავლმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "ო აბა ზარ, როცა მოამზადებ ბულიონს, დაუმატე მას ბევრი წყალი და გაუმასპინძლდი შენს მეზობელს". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში შუამავალი ამბობს: "ვინც ირწმუნა ალლაჰის და დღე უკანასკნელის კეთილად მოექცეს თავის მეზობელს". შეთანხმებული.
პასუხი: 1 - უპასუხე მას, ვინც დაგიძახებს სტუმრად.
2 - თუ ვინმეს მონახულება გსურს, სთხოვე მას ნებართვა.
3 - შესვლამდე სთხოვე ნებართვა.
4 - არ დააგვიანა მიპატიჟებისას.
5 - თვალები დახარე მისი ოჯახის წევრებთან.
6 - საუკეთესოდ შეხვდი სტუმარს.
7 - სტუმარი დასვი ყველაზე კარგ ადგილას.
8 - სტუმარს მიართვი საუკეთესო საჭმელი და სასმელი.
თქვა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ შეხვალთ სახლებში, გარდა თქვენი სახლებისა, ვიდრე ნებართვას არ სთხოვთ და არ მიესალმებით მათ ბინადართ. ეს უკეთესია თქვენთვის, ეგების შეიგონოთ". (ან-ნურ: 27)
ჰადისში გადმოცემულია: "ჭეშმარიტად ღმერთმა ნებართვის აღება დააკანონა ურცხვი თვალების გამო". შეთანხმებული.
შუამავლის სიტყვებიდან: "ვინც ირწმუნა ალლაჰის და დღე უკანასკნელის, პატივი სცეს თავის სტუმარს". შეთანხმებული.
პასუხი: 1- თუ რამე აგტკივდება დადე მარჯვენა ხელი ტკივილის ადგილას და თქვი: "ბისმილლაჰ" - სამჯერ, და შემდეგ : "ა'უზუბილლაჰი ვა ყუდრათიჰი მინ შარრი მაა აჯიდუ ვა უჰააზირ", - შვიდჯერ.
2 - კმაყოფილი იყავი იმით, რაც ალლაჰმა დაგიწერა და გამოიჩინე მოთმინება. უმ 'ულა' გადმოსცემს ჰადისში, რომელმაც თქვა: მომინახულა შუამავალმა, როცა მე ავად ვიყავი და მან თქვა: "გიხაროდეს ო უმ 'ულა', ავადმყოფი მუსლიმის ცოდვებს ისე აშორებს ალლაჰი, როგორც ცეცხლი აშორებს ჟანგს ოქროსა და ვერცხლისგან". გადმოსცა აბუ დაუდმა.
3- იჩქარე, რომ მოინახულო შენი ავადმყოფი ძმა, შეევედრე მისთვის, და დიდხანს არ გაჩერდე მასთან.
4 - უკითხე მას რუყია, რომც არ გთხოვოს.
5 - დაარიგე მას, რომ მოითმინოს, შეევედროს ალლაჰს, ილოცოს და აიღოს აბდესი, როგორც შეძლებს.
6. ვედრება ავადმყოფისთვის: "ას'ალუ ლლაჰალ 'აზიიმ რაბბილ 'არშილ 'აზიიმ, აი იაშფიაქ". - შვიდჯერ
პასუხი: 1 - გულწრფელი განძრახვა ალლაჰისთვის. ჰადისში გადმოცემულია: "ვინც მიიღო ცოდნა იმისთვის, რომ შეეჯიბროს სწავლულებს, ეკამათოს უგუნურებს იმისთვის, რომ მათ პატივის სცეს, ალლაჰი შეიყვანს მას ცეცხლში". გადმოსცა იბნ მააჯამ.
2 - იმოქმედე იმ ცოდნით, რასაც მიიღებ. გადმოცემულია ჰადისში: "არ გაინძრევა მონა ადგილიდან ანკითხვის დღეს მანამ, სანამ არ შეეკითხებიან ოთხზე: - და მათ შორის არის - ცოდნა თუ როგორ მიიღო მან ის და რაში გამოიყენა". გადმოსცა თირმიზიმ და ად-დარამიმ.
3 - პატივი ეცი მასწალებელს მის ყოფნაშიც და არ ყოფნაშიც.
4 - იჯექი მის წინ წესიერად.
5 - უსმინე მას ყურადღებით და არ შეაწყვეტინო გაკვეთილი.
6 - შეკითხვის დასმისას პატივისცემა გამოიჩინე.
7 - არ მიმართო მას სახელით.
ჰადისში გადმოცემულია: "ჭეშმარიტად ალლაჰის დაფასებიდან არის ჭაღარა კაცის დაფასება, რომელმაც იცის ყურანი". გადმოსცა აბუ დაუდმა.
პასუხი: 1 - მიესალმე მეჯლისზე მყოფ ხალხს.
2 - დაჯექი მეჯლისის ბოლოში, და არ უნდა დაჯდე შუაში და ამით შეაწუხო ხალხი.
3 - მოამზადე სხვებისთვის დასაჯდომი ადგილები.
4 - არ უნდა შეაწყვეტინო მეჯლისზე მოსაუბრეს სიტყვა.
5 - სთხოვ ნებართვას და მისალმებით ტოვებ მეჯლისს.
გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს კმაყოფილი მათით), რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «მუჰამედ მოციქულმა აკრძალა, რომ ვინმეს აეყენებინათ კაცი მისი ადგილიდან და მის ადგილას სხვა დამჯდარიყო, არამედ უბრძანა, რომ ადგილი გაუთავისუფლონ და ერთმანეთისთვის სივრცე გააფართოვონ.» გადმოსცა ბუხარიმ.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ რომელიმე თქვენგანი დაამთავრებს მეჯლისს - მიესალმოს, ხოლო თუ სურს, რომ დატოვოს მეჯლისი მიესალმოს, პირველს არ აქვს იმაზე მეტი უფლება ვიდრე მეორეს". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
6 - როდესაც დასრულდება მეჯლისი, წარმოთქვი მეჯლისის გამოსყიდვის ვედრება. "სუბჰანაქა ლლაჰუმმა ვა ბიჰამდიქ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ანთ, ასთაღფირუქა ვა ათუუბუ ილაიქ".
პასუხი: 1. ადრე დაძინება. ჰადისში გადმოცემულია: "აბუ ბარზა გადმოსცემს, რომ შუამავალი(ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) კრძალავდა ძილს იშა ლოცვის წინ და მოუწოდებდა მის მერე ძილისკენ". გადმოსცა ბუხარიმ.
2 - ძილის წინ აბდესის აღება.
3 - არ უნდა დაწვე მუცელზე.
4 - წვები მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელს დებ ლოყის ქვეშ.
5 - ასუფთავებ ლოგინს.
ჰადისში გადმოცემულია: ალბარა ბნუ 'აზიბისგან გადმოცემულია, რომელმაც თქვა რომ თქვა შუამავალმა: "როდესაც დასაძინებლად მიდიხართ აიღეთ აბდესი, როგორც ლოცვისთვის და შემდეგ დაწექით მარჯვენა მხარეს". გადმოსცა ბუხარიმ.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა კაცზე, რომელიც იწვა მუცელზე: "ჭეშმარიტად, ასეთი წოლა არ უყვარს ალლაჰს". გადმოსცა თირმიზიმ და აჰმადმა.
და თქვა შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს): "ვინც მიდის დასაძინებლად გაასუფთავოს ლოგინი შიგნიდან, რადგანაც მან არ იცის რა იყოს მასზე". გადმოსცა ბუხარიმ.
6 - წაიკითხე ძილის ზიქრები, აიათულ ქურსი, ალ-იხლას, ალ-ფალაყ, ან-ნაას - სამჯერ, და თქვი: "ბისმიქა ლლაჰუმმა ამუუთუ ვა აჰიია".
7 - გაიღვიძე დილის ლოცვაზე.
8 - გაღვიძების შემდეგ თქვით: "ალჰამდულილლაჰი ლაზიი აჰიანაა ბა'დამაა ამაათანაა ვა ილაიჰი ნნუშუურ".
1 - განიზრახო, რომ შეჭამ და შესვან ალლაჰზე მორჩილებაზე.
2. ხელების დაბანვა ჭამის წინ.
მორწმუნეების დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ დააპირებ ჭამას ან დალევას დაიბანე ხელები და შემდეგ ჭამე და სვი". გადმოსცა აჰმადმა.
3 - თქვი: "ბისმილლაჰი", და ჭამე მარჯვენა ხელით და ის, რაც შენს წინ დევს და არ შეჭამო სუფრის შუადან ან ის, რაც შენ წინ არ დევს.
ჰადისში გადმოცემულია: "ო ყმაწვილო, მოიხსენიე ალლაჰი და ჭამე მარჯვენა ხელით და ის რაც შენს წინ დევს". შეთანხმებული.
4. თუ დამავიწყდა ალლაჰის "ბისმილლაჰ", მაშინ ვამბობ: "ბისმილლაჰი ავვალაჰუ ვა აახირაჰუ".
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადამოცემულია, რომ მან თქვა: რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინც შეჭამს საჭმელს, დაე თქვას ბისმილლაჰ (ალლაჰის სახელით), თუ დაავიწყდება დასაწყისში მაშინ თქვას: ბისმილლლაჰი ავვალაჰუ ვა აახირაჰი(ალლაჰის სახელით წინაც და ბოლოშიც)." გადმოსცა თირმიზიმ და აჰმადმა.
5. მე ვკმაყოფილდები იმ საკვებით, რაც არსებობს, და არასდროს ვაკრიტიკებ საკვებს. თუ მომეწონა, ვჭამ, თუ არ მომეწონა, ვტოვებ.
აბუ ჰურაირასაგან ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი გადმოცემულია რომ მან თქვა: "არ დაიწუნებდა შუამავალი საჭმელს არასდროს, თუ უნდოდა ჭამდა თუ არ უნდოდა დატოვებდა". შეთანხმებული.
6. ვჭამ რამდენიმე ლუკმას და არ ვჭამ ბევრს.
ჰადისში გადმოცემულია: "არც ერთ ადამიანს არ აუვსია თავის მუცელზე უარესი ჭურჭელი. საკმარისია ადამის შვილისთვის რამდენიმე ნაჭერი საჭმლისა, რომლითაც ის შეძლებს გაასწორდეს ზურგში, თუ მაინც შეჭამს უფრო მეტს, აავსოს მისი კუჭის მესამედი საჭმლით, მეორე მესამედი სასმელით, და მესამე მესამედი დატოვოს სუნთქვისთვის". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.
7 - არ შეუბერო საკვებს და სასმელს და დაელოდე მას, სანამ გაგრილდება.
ჰადისში გადმოცემულია: "შუამავალმა აკრძალა საჭმელზე და სასმელზე შებერვა". გადმოსცა აჰმადმა და იბნ მააჯამ.
8. ვიკრიბები სხვებთან ერთად საკვებისთვის, ოჯახის წევრებთან, ან სტუმრებთან.
- ერთმა კაცმა მუჰამედ მოციქულს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) უთხრა: „ჩვენ ვჭამთ, მაგრამ ვერ ვძღებით,“ მოციქულმა უპასუხა: "შესაძლოა თქვენ ცალ-ცალკე ჭამთ, შეიკრიბეთ ერთად ჭამის დროს, მოიხსენიეთ ალლაჰი და ალლაჰი დაგლოცავთ თქვენ". გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მააჯამ.
9 - არ დაიწყო საჭმლის ჭამა უფროსზე წინ.
10 - მოიხსენიე ალლაჰი, როდესაც წყლის სმას დააპირებ, დალიე მჯდომიარემ სამ-სამი ყლუპით და არ დაუბერო ჭურჭელზე, საიდანაც სვამ.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ დალევთ არ დაუბეროთ ჭურჭელში". შეთანხმებული.
ანასი გადმოსცემს ჰადისში: "შუამავალი კრძალავდა მდგომარე წყლის დალევას". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში გადმოცემულია: "შუამავალი სამჯერ ამოისუნთქავდა წყლის დალევის დროს". (ანუ სამჯერ შეისვენებდა და ისე სვამდა) გადმოსცა მუსლიმმა.
11. ვადიდებ ალლაჰს, როდესაც ვამთავრებ ჭამას ან სმას.
ჰადისში გადმოცემულია: "ჭეშმარიტად ალლაჰი კმაყოფილია მისი მონით, რომელიც განადიდებს მას ჭამის და დალევის შემდეგ". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1 - ვიწყებ ტანისამოსის მორგებას მარჯვენა მხრიდან და ვადიდებ ალლაჰს.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "როდესაც ჩაიცვამთ და აიღებთ აბდესს დაიწყეთ მარჯვენა მხრიდან". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა.
2 - არ ვაგრძელებ ტანისამოსს კოჭებს ქვემოთ.
ჰადისში გადმოცემულია: "რაც არის კოჭის ქვემოთ არის ცეცხლში". გადმოსცა ბუხარიმ. კოჭები არის ძვლები, რომლებიც გამობერილია ფეხის ორივე მხარეს.
3 - არ ჩაიცვას ბიჭებმა გოგოების სამოსი და გოგოებმა არ ჩაიცვას ბიჭების სამოსი.
ჰადისში გადმოცემულია: "დაწყევლა შუამავალმა კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა.
4 - ტანსაცმელი არ უნდა იყოს ურწმუნოების სამოსის მსგავსი.
ჰადისში გადმოცემულია: "ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს ის მათგანია". გადმოსცა აბუ დაუდმა.
ტანსაცმლის გახდა ალლაჰის სახელით.
ჰადისში გადმოცემულია: "ადამის ძესა და ჯინებს შორის სამოსის გაძრობის დროს ფარი არის სიტყვები: ბისმილლაჰ". გადმოსცა ატტაბარიმ და იბნ აბუ შაიბამ.
ფეხსაცმლის მორგება იწყება მარჯვენა ფეხით, ხოლო გახდა — მარცხენა ფეხით.
ჰადისში გადმოცემულია, რომ მორწმუნეების დედამ აიშამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: "შუამავალს უყვარდა ნებისმიერი საქმის მარჯვენა მხრიდან დაწყება, იქნებოდა ეს ფეხსაცმლის ჩაცმა, თმის დავარცხნა, გაწმენდვა და სხვა საქმეები". გადმოსცა ბუხარიმ.
პასუხი: 1- მგზავრობისას თქვას: "ბისმილლაჰ, ალჰამდულილლაჰ". "სუბჰაანა ლლაზიი სახხარა ლანაა ჰააზაა ვა მაა ქუნნაა ლაჰუუ მუყრინიინ"
(ქება დიდება იმას, ვინც დაგვიმორჩილა ეს და ჩვენ არ ვიყავით ამის შემძლენი) "ვა ინნაა ილაა რაბბინაა ლა მუნყალიბუუნ".
(ჭეშმარიტად ჩვენ, ჩვენს ღმერთს დავუბრუნდებით".) (სურა აზ-ზუხრუფ: 13,12)
2 - თუ მუსლიმს შეხვდები მიესალმე მას.
პასუხი: 1 - იარე გამართულად და მიდად. თქვა ალლაჰმა: "და ნუ ივლი ქვეყანაზე ამაყად, შენ ვერ გახვრეტ დედამიწას და ვერ აწვდები მთებს სიმაღლით!" (ალ-ისრა: 37)
2 - მიესალმე იმას, ვინც შეგხვდება.
შუამავალს (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) შეეკითხეს: რომელი ისლამია უკეთესი? თქვა: "როცა აპურებ სხვას და ესალმები იმას, ვისაც იცნობ და არ იცნობ". შეთანხმებული.
3 - დაუშვი თვალები და არ მიაყენო არავის ზიანი.
4. მოვუწოდებ სიკეთისკენ და ვკრძალავ აუგს. ჰადისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "მიეცი გზა მისი უფლება. ჰკითხეს: რა უფლება აქვა გზას? თქვა: თვალის დაშვება, ზიანის არ მიყენება, სალამის დაბრუნება, სიკეთისკენ მოწოდება და აუგის აკრძალვა". შეთანხმებული.
5. გზიდან ვაშორებ ყველაფერს, რაც ზიანს აყენებს.
ჰადისში გადმოცემულია: "მოაცილეთ საზიანო გზიდან". შეთანხმებული.
პასუხი: 1 - სახლიდან გამოსვლისას ამბობ: "ბისმილლაჰი თავაქქალთუ 'ალა ლლაჰი, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰი, ალლაჰუმმა ინნიი ა'უზუბიქა ან ადილლა ავ უდილლა, ავ აზალლა ავ უზილლა, ავ აზლამა, ავ უზლიმა, ავ აჯჰალა ავ იუჯჰილა 'ალაია".
(ალლაჰის სახელით, ვინვენდობი ალლაჰს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, ღმერთო შენ შეგეფარები, რომ ვიყო გზა აბნეული და ავუბნიო ვინმეს გზა, რომ შევცდე და ვინმე ჩავაგდო შეცდომაში, რომ მომექცნენ უსამართლოდ და მე მოვექცე ვინმეს უსამართლოდ, რომ მოვიქცე უმეცრად და ვაიძულო ვინმეს მოიქცეს უმეცრად).
2 - სახლი შედიხარ მარჯვენა ფეხით და ამბობ: "ბისმილლაჰი ვალაჯნაა, ვა ბისმილლაჰი ხარაჯნაა, ვა 'ალაა რაბბინაა თავაქალნაა".
(ალლაჰის სახელით შევედით და ალლაჰის სახელით გამოვედით და ჩვენს ღმერთს მივენდობით)
3. ვიწყებ სივაქით და ვესალმები ოჯახის წევრებს.
ჰადისში გადმოცემულია: "შუამავალი როცა შევიდოდა სახლში იყენებდა მისვაქს: გადმოსცა იბნ მააჯამ.
პასუხი: 1 - შედიხარ მარცხენა ფეხით.
2 - შესვლამდე უნდა თქვა: "ბისმილლაჰი ალლაჰუმმა ინნიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი".
(ალლაჰის სახელით, მივეფარები ალლაჰს ქალი და კაცი ჯინებისგან)
3 - არ უნდა შეიტანო მასში ისეთ რამ, რაზეც იქნება ალლაჰის სახელი.
ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: "როდესაც შუამავალი შევიდოდა საჭირო ოთახში იხსნიდა თავის ბეჭედს". გადმოსცა აბუ დაუდმა და იბნ მააჯამ.
4. ვფარავ თავს, როდესაც ვასრულებ ბუნებრივ მოთხოვნილებებს.
ჰადისში გადმოცემულია: "შუამავალს ყველაზე მეტად უყვარდა საჭიროების დროს იმ ადგილის დაფარვა პალმის ტოტით". გადმოსცა მუსლიმმა.
5 - არ ილაპარაკო საჭირო ოთახში ყოფნის დროს.
6. არ ვბრუნდები ყიბლისკენ ბუნებრივი მოთხოვნილების შესრულების დროს.
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "არ მიუბრუნდეთ ყიბლისკენ, როდესაც გადიხართ შარდზე ან განავალზე, არამედ მიუბრუნდით მისგან დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარეს". შეთანხმებული.
7 - გამოიყენე მარცხენა ხელი სასქესო ორგანოების გამოსაბანად და არ გამოიყენო მარჯვენა ხელი.
ჰადისში გადმოცემულია: "აგვიკრძალა, რომ გამოგვებანა ის ადგილები მარჯვენა ხელით". გადმოსცა მუსლიმმა.
8. არ ვასრულებ მოთხოვნილებებს ხალხის გზაზე ან მათი ჩრდილის ქვეშ.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "უფრთხილდით დაწყევლილებს". შეეკითხეს: ვინ არიან დაწყევლილები? თქვა: "ვინც საპირფარეშოში გადიან ხალხის გზაზე ან ჩრდილში." გადმოსცა მუსლიმმა.
9. ვიბან ხელებს საჭირო ოთახიდან გამოსვლისას. ჯარირის, ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი, ჰადისის მიხედვით: „მე ვიყავი მუჰამედ მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს), როდესაც ის მიდიოდა მოსაქმების ადგილას, და დაასრულა თავისი მოთხოვნილება, შემდეგ თქვა: „ჰეი, ჯარირ, მომიტანე სუფთა წყალი.“ მივუტანე მას წყალი, ის განიწმინდა წყლით, შემდეგ თავისი ხელით მიწაზე გაიწმინდა. გადმოსცა ნასაიმ.
10 - გამოდიხარ მარცხენა ფეხით და ამბობ: "ღუფრაანაქა".
პასუხი: 1 - მეჩეთში შედი მარჯვენა ფეხით და თქვი: "ბისმილლაჰი, ალლაჰუმმა გთაჰ ლიი აბვააბა რაჰმათიქ".
(ალლაჰის სახელით, ღმერთო ჩემო გამისხენი შენი მოწყალების კარები)
2 - არ დაჯდე, სანამ არ ილოცებ ორ რაქათს.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ რომელიმე თქვნგანი შევა მაჩეთში არ დაჯდეს მანამ, სამან არ ილოცებს ორ მუხლს". შეთანხმებული.
3. არ გავივლი მლოცველების წინ, არ ვეძებ დაკარგულს მეჩეთში, და არც ვყიდი ან ვყიდულობ მეჩეთში. თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): " იცოდეს იმან, ვინც გაივლის ორ მლოცველს შორის , უკეთესია მისთვის ორმოცჯერ რომ გაჩერდეს, ვიდრე გაიაროს მათ შორის". შეთანხმებული.
თქვა შუამავალმა: "ვინც გაიგებს, რომ რომელიმე კაცი ეძებს დაკარგულ ნივთებს მეჩეთში, თქვას: ალლაჰმა არ აპოვნინოს მას ისინი, რადგანაც მეჩეთში მაგისთვის არ იქნა აშენებული". გადმოსცა მუსლიმმა.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ რომელიმე თქვენგანი დაინახავს, რომ ვინმე ყიდის ან ყიდულობს მეჩეთში დაე, თქვას: ალლაჰმა არ მოგცეს მაგისგან სარგებელი". გადმოსცა თირმიზიმ და ად-დაარიმიმ.
4. მაქსიმალურად ვზრუნავ მეჩეთის სისუფთავეზე.
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "შუამავალმა(ალლაჰმა დალოცოს ის და მიესალმოს) გვიბრძანა, რომ მეჩეთებში დავიცვათ სისუფთავე და კარგი სუნი". გადმოსცა თირმიზიმ, აბუ დაუდმა და აჰმადმა.
4 - მეჩეთიდან გამოდი მარცხენა ფეხით და თქვი: "ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ".
(ღმერთო ჩემო! შენ გთხოვ შენი სიკეთიდან)
პასუხი: 1 - როდესაც შეხვდები მუსლიმს დაიწყე მისალმებით და თქვი: ასსალამუ 'ალაიქუმ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰუ. არ დაიწყო სალამის გარეშე და არ გაუწოდო ხელი.
2 - გაუღიმო იმას, ვისაც სალამს მისცემ. ჰადისში გადმოცემულია: "არ მოიქცეთ უყურადღებოდ არც ერთ კარგ საქმეს, თქვენი ძმისთვის გაღიმებასაც კი". გადმოსცა მუსლიმმა.
3 - ჩამოართვი მას მარჯვენა ხელი.
4 - თუ მოგესალმება ვინმე შენზე წინ, დაუბრუნე მასზე უკეთესი სალამი ან ისეთივე, როგორითაც მოგესალმა.
თქვა უზენაესმა ალლაჰმა: „და როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ ან იგივე დაუბრუნეთ.“ ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფერს იანგარიშებს". (ან-ნისა: 86)
5 - არ მიესალმო ურწმუნოს პირველმა. თუ მოგესალმება უპასუხე: თქვენც იგივე.
ჰადისში გადმოცემულია: "არ დაიწყო მისალმება იუდეველზე და იაჰუდზე პირველმა". გადმოსცა მუსლიმმა.
6 - პატარა ესალმება დიდს, ტრანსპორტზე მჯდომი - ფეხით მოსიარულეს, მდგომი - მჯდომარეს, ცოტანი - ბევრს, თქვა შუამავალმა: თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "მგზავრი ესალმება ფეხით მოსიარულეს, ფეხზე მდგომი - მჯდომიარეს, ცოტანი - ბევრს". შეთანხმებული.
7. არ ვეზები ქალს, რომელიც არ არის ჩემთვის ჰალალი.
გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, შუამავლის ხელი არ შეხებია უცხო ქალს არასდროს". შეთანხმებული.
პასუხი: 1 - სთხოვე ნებართვა, სანამ შეხვალ რომელიმე ადგილას.
2. სამჯერ ვითხოვ ნებართვას და აღარ ვიმატებ, ამის შემდეგ ვტოვებ ადგილს.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ რომელიმემ სამჯერ სთხოვა შესვლის ნებართვა და არ მიიღო ის, დაე, დაბრუნდეს". შეთანხმებული.
3 - კარზე დააკაკუნე მშვიდად. არ დადგე კარების შუაში, და დადექი გვერდზე. და თქვი: ასსალამუ ალაიქუმ. ჰადისში გადმოცემულია: "როდესაც შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდოდა ვინმესთან არ დგებოდა კარების შუაში არამედ დგებოდა გვერდზე, და ამბობდა: ასსალამუ ალაიქუმ, ასსალამუ ალაიქუმ". გადმოსცა აბუ დაუდმა.
4 - არ შეხვიდე მშობლების და სხვა ვინმეს ოთახში ნებართვის გარეშე, განსაკუთრებით ფაჯრის წინ, ან შუადღის ძილის დროს და საღამოს ლოცვის შემდეგ, თქვა ალლაჰმა:
თქვა უზენაესმა ალლაჰმა: "ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნებართვა ითხოვონ სამგზის თქვენგან იმათ, ვინც დაუმორჩილებია თქვენს მარჯვენას(მონები) და თქვენიანებმა, რომელთაც სრულწლოვანების ასაკისათვის არ მიუღწევიათ: დილის ლოცვის წინ, როცა ტანსაცმელს იხდით, შუადღისას და საღამოს ლოცვის შემდეგ. თქვენ სიშიშვლის სამი ჟამი გაქვთ, ამათ შემდგომ კი არც თქვენ და არც მათ ცოდვა არ გეთვლებათ
ერთმანეთთან მიმოსვლის გამო. ამგვარად განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია". (ან-ნურ: 58)
5 - შეიძლება არასაცხოვრებელ ადგილებში შესვლა ნებართვის გარეშე, როგორიც არის: ბაზარი, საავადმყოფო და ა.შ.
თქვა ალლაჰმა: "ცოდვა არ გექნეთ, თუ შეხვალთ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, მათშია სარგებელი თქვენთვის. ალლაჰმა იცის, რასაც ამჟღავნებთ და რასაც ფარავთ". (ან-ნურ: 29)
პასუხი: 1 - ვაჭმევ და ვასმევ ცხოველს.
ჰადისში გადმოცემულია: შეეკითხეს: ო შუამავალო არის თუ არა მადლი ცხოველებზე ზრუნვაზე? უპასუხა: ყოველი ცხოველისთვის არის მადლი. შეთანხმებული.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაიარა აქლემთან, რომლის მუცელიც ეხებოდა ზურგს(სისუსტისგან) და თქვა: "გეშინოდეთ ალლაჰის ამ აქლემის გამო". გადმოსცა აბუ დაუდმა.
3. ვაჩვენებ მოწყალებას და თანაგრძნობას და არ ვტვირთავ მასზე იმაზე მეტს რისი ზიდვაც შეიძლია.
ჰადისში მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "ვინ არის ამ აქლემის პატრონი? ვისია ეს აქლემი? და მოვიდა ერთი ბიჭი ანსარებიდან და თქვა: ჩემია ო შუამავალო. მან თქვა: გეშინოდეს ალლაჰის ამ ცხოველის გამო, რომელმაც შემომჩივლა, რომ შენ აშიმშილებ და ფიტავ მას". გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა. ფიტავ - ანუ ბევრს ამუშავებ.
3. არ ვაწამებ ცხოველს არანაირი სასჯელით.
ჯაბირის (ალლჰის იყოს მისით კმაყოფილი) ჰადისის მიხედვით, მუჰამედ მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს) ჩაიარა ვირთან, რომელსაც სახეზე ჰქონდა დაწვის ნიშანი, და თქვა: "ნუთუ არ მოვიდა თქვენამდე, რომ მე დავწყევლე კაცი, რომელიც შეუკრავს პირს ცხოველს ან დაარტყამს მას", და აკრძალა მსგავსი საქციელი გადმოსცა მუსლიმმა და აბუ დაუდმა.
პასუხი: 1 - განიზრახე სპორტით დაკავება ალლაჰის მორჩილებით და მისი კმაყოფილებით.
6. ლოცვის დროს არანაირად არ ვთამაშობთ.
თქვა უზენაესმა: და ვაი იმ მლოცველთ რომელნიც უგულისყურონი არიან ლოცვებისადმი". (ალ-მაა'უუნ: 4-5)
3 - არ შეიძლება ბიჭებმა ითამაშოს გოგოებთან ერთად.
4 - თამაშისას დაიფარე აურათი.
5 - ერიდე ისეთ სპორტს, რომელიც აკრძალულია, მაგალითად სახეში და სასქესო ადგილებზე დარტყმა.
ჰადისში გადმოცემულია: "თუ ვინმე დაარტყამს თავის ძმას მოერიდოს სახეს". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი: 1. ხუმრობაში უნდა ვიყოთ გულწრფელები და არ ვიტყუ ებოდეთ.
ჰადისში გადმოცემულია: "ვაი იმას, ვინც ყვება ტყუილს და აცინებს ხალხს, ვაი იმას, ვაი იმას". გადმოსცა აბუ დაუდმა და თირმიზიმ.
6. ზუმრობაში არ უნდა იყოს დაცინვა, შეურაცხყოფა და ზიანი.
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "აკრძალულია მუსლიმისთვის, რომ შეაშინოს მუსლიმი". გადმოსცა აბუ დაუდმა და მუსლიმმა.
3 - არ იხუმრო ბევრი. თქვა შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
თქვა შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და მშიდობა მას): "არ იცინო დიდხანს, ვინც დიდხანს იცინის მას გული უკვდება". გადმოსცა თირმიზიმ და იბნ მააჯამ.
პასუხი: 1 - დაცემინებისას დაიფარეთ პირი ხელით, ტანსაცმლით ან ცხვირსახოცით.
2 - ადიდე ალლაჰი დაცემინების შემდეგ და თქვი "ალჰამდულილლაჰ".
3 - თუ შენი ძმა დააცემინებს, უთხარი მას: "იარჰამუქალლაჰ".
(ალლაჰმა შეგიწყალოს)
მან უპასუხოს: "იაჰდიაქუმუ ლლაჰუ ვა იუსლიჰუ ბაალაქუმ".
(ალლაჰმა დაგაყენოს სწორ გზაზე და მოგიგვაროს საქმეები)
პასუხი: 1. ვცდილობა მთქნარებისგან თავის შეკავებას.
ჰადისში გადმოცემულია: "მთქნარება შაიტნიდან არის და ვინც დაამთქნარებს ეცადოს რომ შეაჩიროს ის, როგორც შეძლებს". შეთანხმებული.
6. არ გამოთზვამ ხმებს: "აჰ,აჰ".
ჰადისში გადმოცემულია: "არ თქვას: ააჰ, ააჰ, როდესაც გააღებს პირს, ჭეშმარიტად შაიტანი დასცინის მას". გადმოსცა აჰმადმა.
3. პირზე ხელის დაფარება.
ჰადისში გადმოცემულია: "როდესაც დაამთქნარებს რომელიმე თქვენგანი, პირზე მიადოს ხელი, რადგანაც ამ დროს შაიტანი შედის მასში". გადმოსცა მუსლიმმა.
პასუხი : 1 - კითხვისას უნდა გქოდეს აბდესი.
2 - დაჯექი წესისამებრ და წყნარად.
3 - წაიკირხე ისთიაზა კითხვის წინ (აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რაჯიიმ.
თქვა დიდებულმა: "და როცა წაიკითხავ ყურანს შეეფარე ალლაჰს ქვით ჩაქოლილი შატნისგან". (ან-ნაჰლ: 98)
4. ვუფიქრდები ყურანის აიათებზე.
თქვა დიდებულმა: "ნუთუ ისინი ვერ გაიაზრებენ ყურანს? თუ მათ გულებზე საკეტებია?" (მუჰამმად: 24)
******
პასუხი: 1 - დაიწყე ვედრება ალლაჰი დიდებით და შექებით.
6. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დალოცვა.
ჰადისში შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს: "როდესაც ილოცებ და დაჯდები, ადიდე ალლაჰი როგორც ის იმსახურებს და დალოცე შუამავალი და შეევედრე მას". გადმოსცა თირმიზიმ.
3 - ხელების აწევა ვედრების დროს.
თქვა შუმავალმა (ალლაჰის მშვიდობა და ლოცვა მას): "ჭეშმარიტად თქვენს ღმერთს ყოვლადმაღალს და ქებულს, მარადცოცხალს და გულუხვს რცხვენია,რომ არ უპასუხოს მისი მონის ვედრებას, როდესაც ის მონა აწევს ხელებს და შესთხოვს მას". გადმოსცა თირმიზიმ და აბუ დაუდმა.
4. მონანიება ცოდვებისგან.
- მუსა (მშვიდობა მას) ვედრებაში ამბობდა: "თქვა ო ღმერთო ჭეშმარიტად მე უსამართლოდ მოვექეცი ჩემს თავს, მაპატიე მე, და აპატია მას, ჭეშმარტად ის მპატიებელია, მოწყალება". (ალ-ყასას: 16)
5 - სიჯიუტე ვედრებაში, ანუ ბევრი და შეიწყვეტლივ ვედრება.
6 - პასუხის მიღებაზე აუჩქარებლობა.
7. არ ილოცო ცოდვისთვის ან ნათესაური კავშირის გაწყვეტისთვის.
ჰადისში გადმოცემულია: "მონა იქამდე მიიღებს თავის ვედრებაზე პასუხს, სანამ არ შესთხოვს ცოდვაზე ან ნათესაური კავშირის გაწყვეტაზე და არ ჩქარობს", შეეკითხეს: ო შუამავალო, რას ნიშნავს არ ჩქარობს? "როცა კაცი სთხოვს, სთხოვს და არ მოდის პასუხი, ის კარგავს სურვილს და არ ევედრება მეტს". გადმოსცა ბუხარიმ და მუსლიმმა.
8 - ხმას უნდა დაუწიო ვედრებისას.
თქვა ალლაჰმა: "შეევედრეთ თქვენს ღმერთს მორჩილად და ჩუმად". (ალ-ა'რაფ: 55)
9. გულით კონცენტრირება ვედრების დროს.
ჰადისში გადმოცემულია: "შეთხოვეთ ალლაჰს, სანამ დარწმუნებული ხართ მის პასუხში, ალლაჰი არ პასუხობს ვედრებას, რომელიც ამოდის დაუდევარი გულიდან". გადმოსცა თირმიზიმ.
10 - გულწრფელობა ალლაჰის მიმართ, შესთხოვე მას ერთადერთს შიშით და მორჩილებით.
თქვა ალლაჰმა: "ჭეშმარიტად მეჩეთები ეკუთვნის ალლაჰს, და არ შესთხოვოს არავის ალლაჰთან ერთად". (ალ-ჯინნ: 18)
11 - ალლაჰთან დაახლოება და თხოვნა მისი საუკეთესო სახლელებისა და თვისებების გამოყენებით.
თქვა უზენაესმა: "ალლაჰს ეკუთვის საუკეთესო სახელები და შესთხოვეთ მას მათით". (ალ-ა'რაფ: 180)
9 - ყიბლისკენ მიბრუნება. ჰადისში გადმოცემულია: "ის აგრძელებდა ვედრებას თავის ღმერთზე ხელებაპყრობილი და ყიბლისკენ შებრუნებული მანამ, სანამ არ დაუვარდა მხრებიდან მოსასხამი". გადმოსცა მუსლიმმა.
13. სუფთა და ჰალალი საკვების და სამოსის გამოყენება. ჰადისში გადმოცემულია: "შემდეგ მოიხსენია კაცი, რომელიც დიდ ხანს იყო მოგზაურობაში, ხელები ჰქონდა აპყრობილი ზეცისკენ და სთხოვდა: ო ღმერთო, ო ღმერთო, ხოლო მისი საკვები, სასმელი და სამოსიც იყო ჰარამი (აკრძალული), და როგორ მიიღებდა ის პასუხს". გადმოსცა მუსლიმმა.